კალათბურთი

12:07 | 2.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

გრიფინი “კლიპერსის” რეკორდსმენია

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთი ასოციაციის ხუთი შეხვედრა გაიმართა.

ლოს ანჯელესურ დერბში “კლიპერსმა” “ლეიკერსი” 115:104 დაამარცხა. ბლეიკ გრიფინმა 36 ქულა ჩააგდო და კლუბის ისტორიაში გახდა პირველი კალათბურთელი ვინც “კლიპერსის” მაისურით 10 000 ქულიან ზღვარს გადაცილდა. ბლეიკს სულ 10 034 ქულა დაუგროვდა. “კლიპერსის” მთავარი მწვრთნელისთვის, დოკ რივერსისთვის კი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციაში საიუბილეო მე-800 გამარჯვება იყო. რივერსი 1999 წლიდან “ორლანდოს” წვრთნიდა, შემდეგ 2004 წელს“ბოსტონი” იყო, სადაც 2008 წელს ჩემპიონი გახდა და “კლიერსს” 2013 წლიდან თავკაცობს.

მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა “ჩიკაგო ბულზმა”, რომელმაც შინ უშუალო კონკურენტი “ატლანტა ჰოუქსი” 106:104 დაამარცხა. მატჩი ბოლო წამზე “ქორებმა” სამქულიანი ესრუოლეს, მაგრამ ბურთი კალათში არ ჩაეშვა. ჯიმი ბატლერმა გუნდს 33 ქულა შესძინა, “ატლანტაში 29 ქულით შროდერი გამოირჩა. “ჩიკაგო” 37 მოგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეშვიდე ადგილზეა მეექვსე ადგილს “ატლანტა” 39 მოგებით იკავებს.

“კლიპერსის” – “ლეიკერსი” 115:104 (28:22, 27:28, 38:22, 22:21)

https://www.youtube.com/watch?v=yBVBgGaudOI

“ჩიკაგო” – “ატლანტა” 106:104 (23:21, 29:25, 27:38, 27:20)

https://www.youtube.com/watch?v=TB4FHSEx1qA

“ბრუკლინი” – “ორლანდო” 121:111 (33:33, 27:20, 29:36, 32:22)
https://www.youtube.com/watch?v=jXSMcsbnhEc

“მინესოტა” – “საკრამენტო” 117:123 (31:18, 28:37, 26:36, 32:32)

https://www.youtube.com/watch?v=EOAkaaHOirU

“პორტლენდი” – “ფინიქსი” 130:117 (37:21, 26:32, 34:34, 33:30)

https://www.youtube.com/watch?v=hVuN8uliMYE

0.115588