ისტორია

9:58 | 2.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

2 აპრილი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1927 - დაიბადა ფერენც პუშკაში. ლეგენდარული უნგრელი ფეხბურთელი. აღიარებულია პლანეტის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ. 1952 წლის ოლიმპიური ჩემპიონი. 1954 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტი. ამ მუნდიალზე, ჯგუფური ეტაპის მატჩში, გერმანიასთან (უნგრელებმა მომავალ ჩემპიონს 8:3 მოუგეს) პუშკაშმა ტრავმა მიიღო და ტურნირის დარჩენილ შეხვედრებში მონაწილეობა არ მიუღია. უნგრეთში თამაშობდა ბუდაპეშტის “ჰონვედში”. მადრიდის “რეალის” გასული საუკუნის 50-60-იანი წლების ფორვარდი. ევროპის ჩემპიონთა თასის არაერთგზის მფლობელი. უნგრეთის ნაკრებში ჩაატარა 84 მატჩი, გაიტანა 83 გოლი. 1956 წელს სამშობლო დატოვა და ესპანეთის მოქალაქე გახდა. ითამაშა ამ ქვეყნის ეროვნულ გუნდშიც, თუმცა ესპანელთა სახელით გამოსვლისას, გოლის გატანა ვერ მოახერხა. უნგრეთში 1981 წელს დაბრუნდა. წვრთნიდა რამდენიმე ქვეყნის ნაკრებს. ყველაზე დიდ წარმატებას კი, ათენის “პანათინაიკოსის” თავკაცობისას მიაღწია, როდესაც 1971 წელს გუნდი ჩემპიონთა თასის გათამაშების ფინალში გაიყვანა. ფერენც პუშკაში 2006 წელს გარდაიცვალა.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1876 - ფილადელფიაში ბეისბოლის ეროვნული ლიგის პირველი მატჩი შედგა.

1902 - დაარსდა ჰოლანდიური საფეხბურთო კლუბი, “მაასტრიხტი”.

1908 - აშშ-ს საპატენტო სამსახურმა, Mills Commitee-მ დაადასტურა, რომ ბეისბოლის გამომგონებელი აბნერ დაბლდეია.

1955 - თექვსმეტმა საფეხბურთო ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მხარს უჭერდა ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის ტურნირის დაფუძნებას.

1969 - საკალათბურთო კლუბმა “მილუოკი ბაქზმა”, ოფიციალურად გააფორმა ხუთწლიანი კონტრაქტი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშესთან, კარიმ აბდულ ჯაბართან.

1986 - ამერიკულ სტუდენტურ საკალათბურთო ლიგაში შემოიღეს სამქულიანი ტყორცნის წესი.

2003 - საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში შვეიცარიას 0:0 დაუზავდა. თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, თამაშს 10 ათასი მაყურებელი დაესწრო. ამ მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი ალექსანდრე ჩივაძემ დატოვა. საქართველო: ლომაია, ხიზანეიშვილი, ხიზანიშვილი, რეხვიაშვილი, კვირკველია, ქემოკლიძე, ნემსაძე (დიდავა), ცქიტიშვილი, იაშვილი (შ. არველაძე), კობიაშვილი, დემეტრაძე (აშვეთია).

2005 - რომის პაპის, იოანე პავლე მეორეს გარდაცვალების გამო, იტალიაში ყველა სპორტული ღონისძიება გადაიდო.

2005 - ნიუკასლის “სენტ ჯეიმს” პარკზე მიმდინარე ინგლისის პრემიერლიგის მატჩის (“ნიუკასლი”-“ასტონ ვილა”) 82-ე წუთზე, მასპინძელთა ორმა ფეხბურთელმა, ლი ბოვიერმა და კიერონ დაიერმა ერთმანეთში ჩხუბი წამოიწყეს, რისთვისაც შეხვედრის არბიტრმა ორივე მოედნიდან გააძევა.

2008 - თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე, ოქროს მედლები მოიგეს გიორგი გოგშელიძემ (96 კგ) და დავით მოძმანაშვილმა (120 კგ). მეორე ადგილზე გავიდნენ კობა კაკალაძე (66) და რევაზ მინდორაშვილი (84).

2011 - დორტმუნდში მიმდინარე ევროპის პირველობაზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 66 კგ წონით კატეგორიაში ჩემპიონობა რუსეთის სახელით მოასპარეზე ამბაკო ვაჩაძემ მოიპოვა.

ამ დღეს დაიბადნენ

1911 - გრიგოლ მეუნარგია. ქართველი საკალათბურთო მწვრთნელი. წვრთნიდა თბილისის “ლოკომოტივსა” და ოფიცერთა სახლის გუნდს. მისი ხელმძღვანელობით, ოფიცერთა სახლის საკალათბურთო გუნდმა 1944 და 1946 წლებში მოიპოვა საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ტიტული. 1945 წელს გახდა საკავშირო პირველობის ვიცე-ჩემპიონი. თბილისის “ლოკომოტივს” მოაპოვებინა საკავშირო ჩემპიონატების ვერცხლისა (1940) და ბრინჯაოს (1939) მედლები. მინიჭებული აქვს საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელის ტიტული. გრიგოლ მეუნარგია 1967 წელს გარდაიცვალა.

1926 - ჯეკ ბრებჰემი. ავსტრალიელი ავტომრბოლელი. ფორმულა-1-ში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი.

1927 - ფერენც პუშკაში. ლეგენდარული უნგრელი ფეხბურთელი. აღიარებულია პლანეტის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ. 1952 წლის ოლიმპიური ჩემპიონი. 1954 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტი. ამ მუნდიალზე, ჯგუფური ეტაპის მატჩში, გერმანიასთან (უნგრელებმა მომავალ ჩემპიონს 8:3 მოუგეს) პუშკაშმა ტრავმა მიიღო და ტურნირის დარჩენილ შეხვედრებში მონაწილეობა არ მიუღია. უნგრეთში თამაშობდა ბუდაპეშტის “ჰონვედში”. მადრიდის “რეალის” გასული საუკუნის 50-60-იანი წლების ფორვარდი. ევროპის ჩემპიონთა თასის არაერთგზის მფლობელი. უნგრეთის ნაკრებში ჩაატარა 84 მატჩი, გაიტანა 83 გოლი. 1956 წელს სამშობლო დატოვა და ესპანეთის მოქალაქე გახდა. ითამაშა ამ ქვეყნის ეროვნულ გუნდშიც, თუმცა ესპანელთა სახელით გამოსვლისას, გოლის გატანა ვერ მოახერხა. უნგრეთში 1981 წელს დაბრუნდა. წვრთნიდა რამდენიმე ქვეყნის ნაკრებს. ყველაზე დიდ წარმატებას კი, ათენის “პანათინაიკოსის” თავკაცობისას მიაღწია, როდესაც 1971 წელს გუნდი ჩემპიონთა თასის გათამაშების ფინალში გაიყვანა. ფერენც პუშკაში 2006 წელს გარდაიცვალა.

1954 - ლუდმილა ჟიგილი. საბჭოთა ფრენბურთელი. ოლიმპიური ჩემპიონი.

1959 - ბრაიან გუდელი (აშშ). 400 და 1500 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში 1976 წლის მონრეალის ოლიმპიადის ჩემპიონი.

1959 - ზაქი ბადუ. 1980-90-იან წლებში მაროკოს საფეხბურთო ნაკრების მეკარე და კაპიტანი. 1986 წელს დაასახელეს მაროკოსა და აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელად. შედის აფრიკის კონტინენტის ოთხ საუკეთესო მეკარეს შორის. ორჯერ გახდა მაროკოს ჩემპიონი. მოგვიანებით მწვრთნელი გახდა და 2004 წლის აფრიკის ეროვნებათა თასზე, მაროკო ფინალში გაიყვანა.

1959 - გელინდო ბორდონი (იტალია). მარათონულ რბენაში 1988 წლის სეულის ოლიმპიადის ჩემპიონი.

1960 - ლინფორდ კრისტი (დიდი ბრიტანეთი). 1992 წლის ბარსელონას ოლიმპიადის ჩემპიონი 100 მეტრზე ესტაფეტაზე რბენაში. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი. წარმოშობით იამაიკელ მძლეოსანს, დიდი ბრიტანეთის სპორტსმენთაგან მოპოვებული აქვს ყველაზე მეტი რაოდენობის მედალი.

1966 - ტედი შერინგემი. ინგლისის ნაკრების, “ვესტ ჰემის,” “პორტსმუტის,” “ტოტენჰემისა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელი. ინგლისის არაერთგზის ჩემპიონი. 1999 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში მან “ბაიერნთან” პაექრობისას ანგარიში გააყაიმა, მატჩი კი, “მანჩესტერმა” 2:1 მოიგო და თასს დაეუფლა. 1996 წელს იასპარეზა თბილისში და მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს გოლი გაუტანა. ინგლისის ნაკრებში ჩაატარა 51 მატჩი, გაიტანა 11 გოლი.

1971 - ედმუნდო. “მხეცად” წოდებული ბრაზილიელი ფორვარდი ფლორენციის “ფიორენტინაში” თამაშობდა. 1998 წლის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია.

1971 - ფრანსისკო არსე. პარაგვაის ფეხბურთელთა ნაკრების მცველი. მოპოვებული აქვს სამხრეთ ამერიკის ჩემპიონის ტიტული.

1982 - დავიდ ფერერი. ესპანელი ჩოგბურთელი. 2013 წელს იასპარეზა საფრანგეთის ღია პირველობის ფინალში. მოგებული აქვს 24 ტურნირი. კარიერის განმავლობაში გამომუშავებული აქვს 25 მილიონ 840 ათასი დოლარი.

1986 - ანდრის ბიენდრინში. ლატვიის ნაკრებისა და ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბ “გოლდენ სტეიტ უორიორზის” მძიმე ფორვარდი და მეფარე (208 სმ).

1989 - გიორგი შერმადინი. საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების, თბილისის “მაკაბის”, ათენის “პანათინაიკოსის”, ლიუბლიანის “ოლიმპიას”, “ოლიმპიაკოსის”, “სარაგოსას”, “კანტუს” მეფარე (216 სმ). 2006, 2007 და 2008 წლებში დაასახელეს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელად. ჩვენი ჩემპიონატის მატჩში (სტუ-სთან) გაკეთებული აქვს 76 ქულა. 2009 წელს მოიპოვა ევროლიგის თასი, საბერძნეთის ჩემპიონობა და თასი. ევროლიგა მოგებული აქვს “პანათინაიკოსის” და “ოლიმპიაკოსის” რიგებში გამოსვლისას. საქართველოს ნაკრებთან ერთად, 2009 წელს ევროპის ჩემპიონატის A შესარჩევ ჯგუფში თამაშის უფლება მოიპოვა, 2010 წელს კი დასკვნით ეტაპზე გამოსვლის საგზური. იასპარეზა 2011 და 2013 წლების ევროპის ჩემპიონატზე. 2010 წელს მოიპოვა სლოვენიის თასი.

ამ დღეს გარდაიცვალა

1993 - კლაას სხენკი. ლეგენდარული ჰოლანდიელი მოციგურავის, არდ სხენკის მამა და მწვრთნელი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11572