ფეხბურთი

17:38 | 1.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

არგენტინელი მეკარე ანდუხარი: "მესისთვის სჯობს, ნაკრებში არ დაბრუნდეს"

"ესტუდიანტესისა" და არგენტინის ნაკრების მეკარე მარიანო ანდუხარი ლეომესის იცავს და ამავდროულად ამბობს, სჯობს, თუ ნაკრებში აღარ დაბრუნდებაო.

"ვფიქრობ, ლეო აღარ უნდა ჩამოვიდეს ნაკრებში სათამაშოდ. მას ძალიან მოსწონს "ალბისელესტეში"თამაში და ამაყობს ამით, მაგრამ რისთვის უნდა დაბრუნდეს? რათა ისევ უსტვინონ? ბევრი კითხვა ისმის, რატომ ვერ ბრწყინავს მესი ნაკრებში, როგორც "ბარსელონაში"... ადანაშაულებენ ნიჰილიზმში, თუმცა თავადვე სთხოვეს ნაკრებში დაბრუნება. სამწუხაროდ, ხალხი არ აფასებს ასეთ ფეხბურთელს. მხოლოდ მაშინ აფასებენ, როცა დაკარგავენ. ეს ერთხელ უკვე მოხდა, როცა მესი ნაკრებიდან წავიდა. მაშინ მიხვდნენ, რამხელა ძალა დაკარგეს", - უთხრა ანდუხარმა AS-ს.

თეგებილეო მესი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117797