ფეხბურთი

14:15 | 1.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბაუსას ათავისუფლებენ

არგენტინის ეროვნული ნაკრები უმწვრთნელოდ რჩება. როგორც ცნობილი გახდა, არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის ხელმძღვანელები ედგარდო ბაუსას ორშაბათს შეხვდებიანდა თანამდებობას ოფიციალურად დაატოვებინებენ.

არგენტინული მედიის ინფორმაციით, ბაუსას შემცვლელად ხორხე სამპაოლი სახელდება, რომელიც ამჟამად ესპანურ “სევილიაში” მუშაობს.

რაც შეეხება არგენტინის ნაკრებს, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის სამხრეთამერიკის ზონაში გუნდი 22 ქულით მე-5 ადგილზეა და 2018 წლის მუნდიალზე გასვლის საკითხი რისკის ქვეშ აქვს დაყენებული.

0.114719