ფეხბურთი

11:23 | 1.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

“იუნაიტედს” მერტენსის შეძენა სურს

“ნაპოლის” და ბელგიის ნაკრების ვინგერის დრის მერტენსის შეძენა “მანჩესტერ იუნაიტედს” სურს – იუწყება გამოცემა Football Italia.

29 წლის ფეხბურთელი შესანიშნავ სეზონს ატარებს და გასაკვირი არაა, რომ მისით ძლიერი კლუბები ინტერესდებიან. ნახსენები წყაროს ცნობით, “იუნაიტედის” ხელმძღვანელობა მერტენსის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავს.

ბელგიელ მოთამაშეს “ნაპოლისთან” მოქმედი კონტრაქტი 2018 წლამდე აკავშირებს. მან მიმდინარე სეზონში ნეაპოლიტანური კლუბის მაისური 36-ჯერ მოირგო, 25 გოლი გაიტანა და 11 საგოლე პასი გააკეთა.

0.117663