ჭადრაკი

0:32 | 1.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბოკუჩავას თასის გათამაშებას ორეული ლიდერობს

დასასრულს მიუახლოვდა ალექსანდრე ბოკუჩავას სახელობის თასის გათმაშება 16-წლამდე მოჭადრაკე გოგონებსა და ვაჟებს შორის, რომელსაც ვერის ბაღში მდებარე ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლე მასპინძლობს.

ხუთი ტურის შემდეგ ტურნირს ლევან ბაბუხადია და ცოტნე მამულშვილი ლიდერობენ, რომლებმაც 4.5-4.5 ქულა დააგროვეს. ნახევარ-ნახევარი ქულით ნაკლები აქვთ ლილე ქორიძესა და დიანა ლომიძეს.

ბოლოსწინა, მეექვსე ტურში ბაბუხადია-მამულაშვილს, ლომაია-ქორიძეს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ ტურნირი შვეიცარიული სისტემით ხუთ ტურად ტარდება.

0.116612