"ბორნმუთის" მთავარი მწვრთნელი ედი ჰაუ პრემიერლიგის მარტის თვის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს. ინფორმაცია ინგლისის ჩემპიონატის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
39 წლის ინგლისელი სპეციალისტის გაწვრთნილმა გუნდმა გასულ თვეში სამი თამაში ჩაატარა და 7 ქულა აიღო. "ბორნმუთმა" თვის დასაწყისში "მანჩესტერ იუნაიტედს" სტუმრად ფრე 1:1 ეთამაშა, შემდეგ კი ორი საშინაო შეხვედრა "ვესტ ჰემსა" (3:2) და "სუონსს" (2:0) მოუგო. ამჟამად გუნდი პრემიერლიგაში 33 ქულით მე-11 ადგილზე იმყოფება.