ფეხბურთი

18:24 | 31.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ლევერკუზენის” კაპიტნისთვის სეზონი დასრულდა

გერმანიის ბუნდესლიგის ბინადარ ლევერკუზენის “ბაიერს” კაპიტანი ლარს ბენდერი დიდი ხნით გამოაკლდა. გერმანული მედიის ცნობით, 27 წლის ნახევარმცველს ტერფი აქვს დაზიანებული და ორშაბათს ოპერაციას გაიკეთებებენ.

შესაბამისად, ბენდერი მოედანზე გასვლას მიმდინარე სეზონში ვეღარ შეძლებს. საერთოდ, ერთ დროს ტალანტად აღიარებულ ფეხბურთელს ბოლო დროს ხშირი ტრავმიანობა დასჩემდა.

მიმდინარე სეზონში მან მხოლოდ 12 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ხოლო გასულ სეზონში 17-ჯერ გავიდა მოედანზე.

0.11314