კალათბურთი

12:46 | 31.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლებრონმა შაკილ ონილს გადაასწრო

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ხუთი შეხვედრა გაიმართა.

“ჩიკაგომ” შინ “კლივლენდი” 99:93 დაამარცხა. ნბა-ს ყველა დროის საუკეთესო მექულეებს შორის ლებრონ ჯეიმსმა მე-7 ადგილზე გადაინაცვლა. “მეფემ” “ჩიკაგოსთან” 26 ქულა მიითვალა და სულ კარიერაში 28599 ქულა დაუგროვდა, ხოლო შაკილ ონილს 28596 ქულა აქვს. ნბა-ს ყველა დროის საუკეთესო მექულეს, ქარიმ აბდულ-ჯაბარს 38387 ქულა აქვს. ლებრონის მორიგ სამიზნეს დირკ ნოვიცკის 30181 ქულაა, თუმცა გერმანელი ჯერაც აქტიური კალათბურთელია.

რაც შეეხება მატჩს, მასში მესამე პერიოდი აღმოჩნდა გადამწყვეტი, რომელიც “ხარებმა” 37:21 მოიგეს. ლებრონს 26 ქულასთან ერთად 10 მოხსნა და 8 პასი დაუგროვდა. “ჩიკაგოში” 28 ქულით და 10 მოხსნით მიროტიჩი გამოირჩა. “კლივლენდი” 47 მოგებითა და 27 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა.

“მინესოტამ” “ლეიკერსი” 119:104 დაამარცხა. “მინესოტას” გამთამაშებელმა რიკი რუბიომ კარიერაში ყველაზე მეტი - 33 ქულა დააგროვა და გუნდს 10 პასი და 5 მოხსნაც შეასშველა. კარლ ენტონი-თაუნსმა 32 ქულა მიითვალა.

“პორტლენდმა” შინ “ჰიუსტონი” 117:107 დაამარცხა. პორტლენდელები პირველი პერიოდის ბოლოს დაწინაურდნენ და მთელი შეხვედრა “ჰიუსტონი” მდევრის როლში იყო. ლილარდმა ორმაგი დუბლი შეასრულა - 31 ქულა, 11 პასი. ჰარდენმა გუნდს 30 ქულა, 8 მოხსნა და 4 პასი შესძინა.

“დეტროიტი” – “ბრუკლინი” 90:89 (16:18, 19:21, 24:24, 31:26)

https://www.youtube.com/watch?v=VHw_vsKk-Uk

“ჩიკაგო” – “კლივლენდი” 99:93 (22:28, 19:22, 37:21, 21:22)

https://www.youtube.com/watch?v=1Q_OVtUE6Vg

“მინესოტა” – “ლეიკერსი” 119:104 (37:37, 30:23, 29:22, 23:22)

https://www.youtube.com/watch?v=fYi6q4de4cY

“ფინიქსი” – “კლიპერსი” 118:124 (35:31, 24:36, 33:26, 26:31)

https://www.youtube.com/watch?v=kAfZG2wR1wk

“პორტლენდი” – “ჰიუსტონი” 117:107 (32:31, 33:25, 31:29, 21:22)

https://www.youtube.com/watch?v=14J5kkENDNg

0.121121