ფეხბურთი

11:08 | 31.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

მიშელ პლატინი: “ბლატერი ჩემს მიმართ ყოველთვის მტრულად იყო განწყობილი”

უეფას ყოფილი პრეზიდენტი მიშელ პლატინი ფიფას ყოფილ თავკაცთან იოზეფ ბლატერთან ურთიერთობას იხსენებს და ამბობს, რომ მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის ექსპრეზიდენტი მას მუდმივად მტრობდა.

“ბლატერი მხოლოდ საკუთარი თავის გადარჩენაზე ფიქრობდა, მას არასდროს არავისთვის უშველია და არც მე დავუცვივარ ოდესმე. ის ყველაზე დიდი ეგოისტია, ვინც კი ცხოვრებაში მინახავს. ბლატერი ყოველთვის ამბობდა, რომ ბოლო სკალპს ჩემგან აიღებდა. მას აკვიატებული ვყავდი, აღარაფერს ვამბობ იმ შურზე, რომელსაც ის იმის გამო განიცდიდა, თუ როგორი ფეხბურთელი ვიყავი. ყველაზე მეტად მაწუხებს ასეთ ხალხთან ერთ გალიაში რომ ჩამაგდეს და თქვეს - მიშელ პლატინი ფიფას კორუფციულ სკანდალთან იყო დაკავშირებულიო. დღეს მე ვიბრძვი, რადგან ვიცი, რომ ცუდი არაფერი ჩამიდენია. უსამართლობას ვებრძვი”, - ციტირებს პლატინის სიტყვებს Eurosport-ი.

მიშელ პლატინის 2015 წელს ფიფაში აგორებული კორუფციული სკანდალის შემდეგ იოზეფ ბლატერთან ერთად ფეხბურთში საქმიანობა აუკრძალეს. უეფას იმდროინდელი პრეზიდენტის დასჯის მიზეზი ბლატერისგან 2011 წელს მიღებული 2 მილიონი შვეიცარიული ფრანკი გახდა, რომელიც პლატინის განცხადებით, ფიფასთვის გაწეული საკონსულტაციო სამუშაოს ანაზღაურება იყო, თუმცა მისი ეს არგუმენტი არადამაჯერებლად ცნეს. თავდაპირველი გადაწყვეტილებით, ის 8 წლით ჩამოაშორეს ფეხბურთს, თუმცა განაჩენის გასაჩივრების მერე სპორტულმა საარბირტაჟო სასამართლომ სასჯელი ოთხ წლამდე შეუმცირა.

0.117405