თამაშგარე

10:45 | 31.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

რა მოხდა კრაუჩების ოჯახში?

ნათქვამია, “შეძახილმა ხე გაახმოო”. “ყვითელმა” მოკალმეებმა იმდენი იძახეს და წერეს, რომ აყლაყუდა ინგლისელი ვეტერანი შემტევი პიტერ კრაუჩი ცოლს შორდებაო, რომ საბოლოო ჯამში, შესაძლოა, ეს გაშორება მართლაც მოხდეს. ყოველ შემთხვევაში, საამისო მიზეზები რეალური ჩანს.

პიტერის ეპატაჟური მეუღლე, ცნობილი მოდელი ებიგეილ (ები) კლენსი ის ქალია, რომელზეც ბულვარული მედია მუდამ წერდა და მრავალი ვარაუდობდა, რომ კარიერაჩაფლავებულ ფეხბურთელთან ეს ქალი დიდი ხანი ვეღარ იცხოვრებდა. ამასწინათ”სანმა” საზოგადოებას ჭორი ამცნო, რომლის მიხედვითაც ები სხვა კაცს ხვდება.

ეს ჭორი ჯერჯერობით არ დადასტურებულა, მაგრამ იმ ფაქტს ვერსად გავექცევით, რომ პიტერ კრაუჩი და ებიგეილ კლენსი ერთად საზოგადოებაში დიდი ხანია აღარ გამოჩენილან, რაც თავის მხრივ ეჭვების საბაბს უკვე იძლევა. ამას ები კლენსის ხასიათიც დაუმატეთ და ეგაა...

0.195744