ფეხბურთი

17:54 | 30.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

მჭედლიძე დაბრუნდა

საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ლევან მჭედლიძემ, როგორც იქნა ტრავმა მოირჩინა და ლაზარეთი დატოვა. 27 წლის ქართველმა ფორვარდმა დღეს “ემპოლის” ძირითად გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა. იტალიურ მედიას თუ დავუჯერებთ, დიდი შანსია ლევანი დამდეგ უიქ-ენდზე “რომასთან” მატჩში ძირითად შემადგენლობაშიც ვიხილოთ.

ლევანს დიდი ხანი გაუცდა – ორი თვე. ბოლოს მან “ტორინოსთან” 5 თებერვლას ითამაშა და იქედან მოყოლებული მოედანზე არ გამოჩენილა. მიმდინარე სეზონში მჭედლიძემ 12-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა დამწუხრება ხუთჯერ მოახერხა.

0.123976