ჭიდაობა

11:12 | 30.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ყველაზე მეტი ოქრო და გუნდური მეორე ადგილი

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 23-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საერთო გუნდურ ჩათვლაში 60 ქულა დააგროვა, მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩა რუსეთს და მეორე ადგილი დაიკავა. მესამე პოზიციაზე გასულ თურქეთს კი 58 ქულა დაუგროვდა. ოქროს მედლების რაოდენობით (3) საქართველოს ნაკრები საუკეთესოა. თურქებს 2 ჩემპიონი ჰყავთ, რუსებს -1.

ქართველმა 23-წლამდელებმა უნგრეთის ქალაქ სომბატჰეიში გამართულ ევროპირველობაზე სულ 6 მედალი მოიპოვეს. ავთანდილ კენჭაძე (74 კგ), გივი მაჭარაშვილი (97 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ) ევროპის ჩემპიონები გახდნენ. შოთა ფარტენაძემ (61 კგ), ივერიკო ჯულაყიძემ (65 კგ) და მირზა სხულუხიამ (70 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს.

თავისუფალი ჭიდაობა

ევროპის ჩემპიონატი

23 წლამდე

სომბატჰეი. უნგრეთი

28-29 მარტი

57 კგ

1 სულეიმან ათლი (თურქეთი)

2 აზამატ ტუსკაევი (რუსეთი)

3 ივან ზამფიროვი (მოლდოვა)

3 ანდრეი იაცენკო (უკრაინა)

7 რამაზ თურმანიძე (საქართველო)

61 კგ

1 ჰაჯიმურად რაშიდოვი (რუსეთი)

2 სედატ ოზდემირი (თურქეთი)

3 შოთა ფარტენაძე (საქართველო)

3 ალი რაჰიმზადე (აზერბაიჯანი)

65 კგ

1 თეიმურ მამადოვი (აზერბაიჯანი)

2 ჰეიდარ იავუზი (თურქეთი)

3 ივერიკო ჯულაყიძე (საქართველო)

3 იმამ აჯიევი (რუსეთი)

70 კგ

1 ჰაჯიმურად ომაროვი (აზერბაიჯანი)

2 ზაურბეკ სიდაკოვი (რუსეთი)

3 მირზა სხულუხია (საქართველო)

3 ვასილ მიხაილოვი (უკრაინა)

74 კგ

1 ავთანდილ კენჭაძე (საქართველო)

2 ზელიმხან ხაჯიევი (საფრანგეთი)

3 ისმაილ აბდულაევი (აზერბაიჯანი)

3 ჰენრი სელენიუსი (ფინეთი)

86 კგ

1 მურატ ერთურქი (თურქეთი)

2 ბენდეგუზ ტოთი (უნგრეთი)

3 არსენ-ალი მუსალაიევი (რუსეთი)

3 კანან ალიევი (აზერბაიჯანი)

97 კგ

1 გივი მაჭარაშვილი (საქართველო)

2 გიორგი გოგაევი (რუსეთი)

3 გენადი გუდინოვიჩი (გერმანია)

3 მურაზ მჭედლიძე (უკრაინა)

125 კგ

1 გენო პეტრიაშვილი (საქართველო)

2 ვიტალი პიასნიაკი (ბელარუსი)

3 კაზბეკ ხუბულოვი (რუსეთი)

3 კამილ ტომას კოსციოლეკი (პოლონეთი)

0.116834