ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტმა” გასვლაზე “სან ანტონიო” 110:98 დაამარცხა (VIDEO). ფაჩულია სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 18 წუთი დაჰყო, ამ დროში ზაზამ გუნდს 6 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და ერთი ჩაჭრა შესძინა. ქართველმა ცენტრმა 7-დან ორი ორქულიანი და ორიდან ორივე საჯარიმო ჩააგდო.
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, პირველ პერიოდში “სან ანტონიო” “გოლდენ სტეიტს” 29:7 ამარცხებდა. “მეომრებმა” 22-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრეს და მესამე პერიოდში წინ გავიდნენ. სტეფ კარიმ ორმაგი დუბლი შეასრულა - 29 ქულა, 11 პასი. კლეი ტომპსონს 23 ქულა ჰქონდა. “სან ანტონიოში” ყველაზე მეტი 19 ქულა კავაი ლეონარდის ანგარიშზეა.
“გოლდენ სტეიტი” 61 მოგებით და 14 მარცხით დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს, “სან ანტონიო” 57 მოგებით და 17 წაგებით ამავე კონფერენციაში მეორე ადგილზეა.
მომდევნო შეხვედრას “ოქროს შტატელები” სახლში “ჰიუსტონის” წინააღმდეგ გამართავენ, მატჩი 1 აპრილს თბილისის დროით 06:30 დაიწყება.