საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მომდევნო მატჩს 7 ივნისს გამართავს. სფფ-ის პრესსამსახურის ცნობით, ვლადიმირ ვაისის გუნდი საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში სენტ კიტსის და ნევისის ნაკრებს საქართველოში უმასპინძლებს. ფიფას რეიტინგის 73-ე ნაკრები კონკაკაფის ზონაში ასპარეზობს.
ამხანაგური მატჩის შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელები 11 ივნისს მოლდოვაში ჩაატარებენ. უახლოესი ორი მატჩისთვის საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მოსამზადებელ ეტაპს საქართველოში გაივლის.