ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს საფეხბურთო აკადემია 20-დან 25 აპრილის ჩათვლით ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს. როგორც ცნობილია, შეჯიბრში, რომელიც ამჯერად 2001 წელს დაბადებულ ფეხბურთელთა შორის გაიმართება, თბილისის “დინამოს” გარდა მონაწილეობას მიიღებენ: იტალიის "ინტერი", ბელგიის "გენტი", აზერბაიჯანის "გაბალა", ხორვატიის "დინამო ზაგრები", უკრაინის "დინამო კიევი", თურქეთის "ტრაბზონსფორი" და ტურნირის მოქმედი ჩემპიონი - ჰოლანდიის "ალკმაარი".
“დინამოს” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ტურნირის გახსნის საზეიმო ცერემონიალი ვიტალი დარასელიას სახელობის აკადემიაში 20 აპრილს, 12:00 საათზე დაიწყება, პირველი შეხვედრა კი 14:00 საათზე თბილისის “დინამოსა” და “გენტს” შორის შედგება.
ვიტალი დარასელიას თასი 2017-ის ჯგუფები და მატჩების განრიგი:
შეგახსენებთ, ვიტალი დარასელიას ტურნირი პირველად გასულ წელს ჩატარდა, რვა გუნდი მონაწილეობდა და აქედან ხუთი უცხოური იყო: პოლონეთის "ლეხია გდანსკი", "ტრაბზონსფორი", "ბეშიქთაში", მოლდოვის "შერიფი" და ხსენებული "ალკმაარი". შარშან 2000 წელს დაბადებულთა შორის გაიმართა ტურნირი. საქართველოდან კი სამი გუნდი იყო: "დინამოს" ორი გუნდი და "ლოკომოტივი".