19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის შვიდივე ჯგუფში გაირკვა გამარჯვებული. როგორც იცით, 2-15 ივლისს საქართველო უმასპინძლებს ევროჩემპიონატს, გიორგი ყიფიანის გუნდი თავისუფალი იყო საკვალიფიკაციო ეტაპისა და ელიტ-რაუნდისგან.
საქართველოს გარდა, ფინალურ ეტაპზე ითამაშებენ გერმანია, შვედეთი, ჩეხეთი, ჰოლანდია, ინგლისი, ბულგარეთი და პორტუგალია.
I ჯგუფი: ჰოლანდია - 7 ქულა, საბერძნეთი - 4, ფინეთი - 3, უკრაინა - 3
II ჯგუფი: გერმანია - 9, სერბეთი - 4, სლოვაკეთი - , კვიპროსი - 1
III ჯგუფი: ინგლისი - 9, ესპანეთი - 6, ნორვეგია - 3, ბელარუსი -0
IV ჯგუფი: პორტუგალია - 6, ხორვატია - 4, თურქეთი - 4, პოლონეთი - 3
V ჯგუფი: ბულგარეთი - 7, ბოსნია - 4, ისრაელი - 3, საფრანგეთი - 1
VI ჯგუფი: ჩეხეთი - 9, უნგრეთი - 6, ავსტრია - 3, შოტლანდია - 0
VII ჯგუფი: შვედეთი - 6, ირლანდია - 6, ბელგია - 4, იტალია - 1
მოულოდნელობა იყო ბულგარეთის გასვლა, რადგან მათ ასაკობრივ ნაკრებებს დიდი წარმატებისთვის არასოდეს მიუღწევიათ. ერთ-ერთი ნაკრები, რომლებიც ბალკანელებმა ჯგუფში ჩატოვეს, საფრანგეთი იყო, არადა, ფრანგები ბოლო წლებში თითქმის ყველა ასაკობრივში ჩავარდნის გარეშე თამაშობენ.
თავის ჯგუფში ბოლო ადგილზე დარჩა იტალია, ხოლო ესპანეთმა ინგლისს ვერ აჯობა და მეორეზე გავიდა.
ფინალური ეტაპის წილისყრა 13 აპრილს გაიმართება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კიდე კაი მასპინძელი რო ვართ თორე ვინ მიგვასუნიებდა DDDDDDDDDDDDDD
17 წლამდელებში ფარერის ნაკრები ფინალურ ტურნირზე გავიდა და ჩარჩნენ: პორტუგალია, ბელგია და კიდე ბევრი