ფეხბურთი

3:00 | 29.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ალექსანდრე კობახიძე: “გამოჩნდა, რომ შეტევაში პრობლემა არ გვაქვს”

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ალექსანდრე კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბარში, ლატვიასთან მოგებული (5:0) შეხვედრა შეაფასა.

“გიოზთეფეს” მოთამაშე დღევანდელი მატჩით კმაყოფილი დარჩა და მისი აზრით, ამ შეხვედრამ აჩვენა, რომ საქართველოს ნაკრებს შეტევაში პრობლემები არ აქვს.

“სერბეთთან გულდასაწყვეტი მარცხის შემდეგ, გულშემატკივარი გავახარეთ და ფსიქოლოგიური კუთხითაც საჭირო მატჩი იყო, რადგან გამარჯვების გემო გავიხსენეთ. თუმცა, სერბეთთან თამაში უფრო მნიშვნელოვანი იყო, ყველანი იმ მატჩზე ვიყავით ორიენტირებული და წაგების გამო ძალიან დაგვწყდა გული. თუმცა, მაინც კარგია, როდესაც ამხანაგურ თამაშს ასე იგებ. მგონი გამოჩნდა, რომ შეტევაში პრობლემა არ გვაქვს. შემტევ ფეხბურთს ვთამაშობთ, კარგს და ლამაზს, თუმცა წინა მატჩში სერბეთმა დაცვაში დაშვებული შეცდომები არ გვაპატია.

ვფიქრობ, დღეს დაფიქსირებული შედეგი ჩვენი კარგი თამაშის დამსახურებაა. ლატვიის ნაკრები სუსტი გუნდი არაა, თუმცა დღეს ყველაფერში ვაჯობეთ და ეს ანგარიშზეც აისახა.

ვიმსახურებ თუ არა მეტ სათამაშო დროს? ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია. მე კარგ ფორმაში ვარ და სათამაშოდ ყოველთვის მზად ვარ”, - განაცხადა 30 წლის ფეხბურთელმა.

0.112984