ფეხბურთი

1:43 | 29.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო ყაზაიშვილი: “მთავარია, საკუთარი თავის გვჯეროდეს”

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ვაკო ყაზაიშვილმა ლატვიასთან მოგებული (5:0) შეხვედრა ჟურნალისტებთან საუბარში შეაფასა.

ვაკოს თქმით, ასეთი გამარჯვებით ყველა გახარებულია. მისი აზრით, მთავარია ნაკრებს საკუთარი შესაძლებლობების სწამდეს და ლატვიასთან მიღებული მუხტი მომავალ მატჩებშიც გაგრძელდება.

“ვფიქრობ, კარგი ფეხბურთი ვითამაშეთ და რაც მთავარია, გამოვიყენეთ მომენტები. ყველა მატჩში გვაქვს 3-4 ძალიან კარგი საგოლე შანსი და მოხარულები ვართ, რომ დღეს საკუთარი მომენტები გამოვიყენეთ და ასეთი გამარჯვება მოვიპოვეთ.

მთავარია, საკუთარი თავის გვჯეროდეს და დარწმუნებული ვარ, დღევანდელ მატჩში მიღებული მუხტი გაგრძელდება. სერბეთთან შეხვედრის შემდეგ ფსიქოლოგიურად ძნელი იყო დღევანდელი თამაში, თუმცა მობილიზება შევძელით და სასურველ შედეგს მივაღწიეთ.

რომელი ადგილი იქნება შესარჩევში მაქსიმუმი ამ ვითარებიდან? ალბათ მესამე, თუმცა ამის გაკეთება ძალიან რთული იქნება.

დავრჩები თუ არა “ლეგიაში”? ეს საკითხი ზაფხულში გადაწყდება”, - აღნიშნა ყაზაიშვილმა.

0.11747