არგენტინის ეროვნული ნაკრების და კატალონიის "ბარსელონას" შემტევი ლიონელ მესი ფიფას სადისციპლინო კომიტეტმა 4 მატჩით დასაჯა. სამხრეთამერიკელი ჩილესთან მატჩის დროს მთავარი მსაჯის ასისტენტს სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენა და შედეგად მომდევო ოთხ სანაკრებო შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ამავდროულად მესის ჯარიმის სახით 10 000 შვეიცარიული ფრანკის გადახდა მოუწევს.
არგენტინის ეროვნული ნაკრების მდივანმა ხორხე მიადოსკიმ განაცხადა, რომ ფეხბურთის ასოციაცია ფიფას გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. ხორხემ ასევე აღნიშნა, რომ მესი ძალიან იმედგაცრუებულია.