საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა წარუმატებელი სერია ფეერიული თამაშით შეწყვიტა. „ჯვაროსნებმა“ თბილისში, „დინამო არენაზე“ ლატვიის ეროვნული ნაკრებს უმასპინძლებს და 5:0 გაანადგურეს.
ვლადიმირ ვაისის გუნდი მეტოქეს 90 წუთის განმავლობაში ყველა კომპონენტში საგრძნობლად სჯობდა და ანგარიშიც სრულად ასახავდა მოედანზე განვითარებულ მოვლენებს.
ბრწყინვალე მატჩი ჩაატარეს ჯანო ანანიძემ და გიორგი ქვილითაიამ, რომლებმაც დუბლის შესრულება შეძლეს. შეხვედრის საბოლოოდ ანგარიში კი, გიორგი არაბიძემ დააფიქსირა - 18 წლის შემტევმა ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო გოლი გაიტანა, ულამაზესი ჯარიმით. საერთოდ, არაბიძე ჩინებულად ჩაერთო მატჩში და გოლამდე ქვილითაიას საგოლე გადაცემა გაუკეთა და რამდენჯერმე ძალზე გაამწვავა თამაში.
მოკლედ, ქართველმა ფეხბურთელებმა 5:0 გაიმარჯვეს და რაც უნდა ვილაპარაკოთ, რომ ლატვიის ნაკრები სუსტია, მაინც აღსანიშნავი და გამოსაყოფი გამარჯვებაა.
საქართველო - ლატვია 5:0 (2:0)
გოლები: 1:0 ანანიძე (18, პენ), 2:0 ქვილითაია (33), 3:0 ქვილითაია (66), 4:0 ანანიძე (77), 5:0 არაბიძე (89)