ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი კარლ-ჰაინც რუმენიგე ფიფასა და უეფას სთხოვს, საერთაშორისო მატჩების რაოდენობა შეამციროს. რუმენიგე ევროპული კლუბების ასოციაციის პრეზიდენტიც გახლავთ…
"დარწმუნებული ვარ, ფიფა და უეფა ამ საკითხს განიხილავს. ფეხბურთელები არანორმალურ რეჟიმში არიან, მათ ძალიან ბევრი თამაში უწევთ. თავის დროზე თანდათან გაიზარდა კლუბების რაოდენობა ევროტურნირებზე, შემდეგ მუნდიალზე 32 ნაკრები დაუშვეს, ევროპის ჩემპიონატზე 24. ეს არასწორი გვგონია" - განაცხადა რუმენიგემ.