ფეხბურთი

0:59 | 29.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

“არსენალი” რუი პატრისიუში 15 მილიონს იხდის

ლონდონის “არსენალი” მზადაა “სპორტინგის” 29 წლის პორტუგალიელ მეკარეში რუი პატრისიუში 15 მილიონი ევრო გადაიხადოს, აღნიშნულ ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს. წყაროს ცნობით, “არსენალი” მეკარის გადაბირებას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეეცდება.

პორტუგალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში პატრისიუმ 26 შეხვედრა ჩაატარა და ამდენივე გოლი აქვს გაშვებული.

29 წლის მოთამაშე 2010 წლიდან პორტუგალიის ეროვნული ნაკრების კარის დარაჯიც გახლავთ.

0.114439