ჩოგბურთი

14:25 | 28.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

კერბერი უილიამსს შეხვდება

მაიამის მასტერსის 1/8-ფინალში მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ანგელიკა კერბერმა იაპონელი რისა ოზაკი 6:2, 6:2 დაამარცხა. შეხვედრა ერთ საათს გაგრძელდა. გერმანელმა ორივე სეტი დამაჯერებლად მოიგო.

ანგელიკა მეოთხედფინალში ვინუს უილიამსს დაუპირისპირდება, რომელმაც რუსი სვეტლანა კუზნეცოვა 6:3, 7:6 დაამარცხა. ურთიერთშეხვედრებში კერბერი 5:2-ს იგებს. შეხვედრა 29 მარტს თბილისის დროით 19:00 საათზეა ჩანიშნული.

მაიამის მასტერსის საპრიზო ფონდი 7.6 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.

0.120105