გამთენიისას ნაციონაური საკალათბურთო ასოციაციის ექვსი შეხვედრა გაიმართა.
“დალასი” შინ “ოკლაჰომასთან” 91:92 დამარცხდა. რასელ უესტბრუკმა მიმდინარე სეზონში 37-ე სამმაგი დუბლი შეასრულა - 37 ქულა, 13 მოხსნა და 10 პასი. რასელს ოსკარ რობერტსონის სარეკორდო 41 სამმაგ დუბლამდე 4 სამმაგიღა აშორებს. მიმდინარე რეგულარულ სეზონში უესტბრუკს კიდევ ცხრა შეხვედრა დარჩა ჩასატარებელი. რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, მატჩის ბოლო წამებზე “დალასი” 91:90 იგებდა, თუმცა გამარჯვების მომტანი ორქულიანი რასელ უესტბრუკმა ჩააგდო. “დალასს” 31 მოგება და 42 წაგება დაუგროვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდს ამ სეზონში დადებითი ბალანსი ვეღარ ექნება, რაც ბოლო 17 სეოზნის განმავლობაში არ მომხდარა.
დღის ცენტრალურ შეხვედრაში “სან ანტონიომ” შინ “კლივლენდი” 103:74 გაანადგურა. “კავალიერსი” მთელი შეხვედრის განმავლობაში მდევრის როლში გალდათ. მატჩში ყველაზე მეტი 25 ქულა კავაი ლეონარდი ანგარიშზეა. “კლივლენდში” ყველაზე მეტი 17 ქულა ლებრონ ჯეიმსს ჰქონდა. ამ მარცხით “კლივლენდი” აღმოსავლეთ კონფერენციაში ჩამოქვეითდა და მეორე ადგილზე გადაინაცვლა. “კავალიერსს” 47 მოგება და 26 წაგება აქვს, ხოლო პირველადგილოსან “ბოსტონს” 48 მოგება და 26 მარცხი.
“ნიუ იორკი” – “დეტროიტი” 109:95 (34:36, 30:23, 25:15, 20:21)
https://www.youtube.com/watch?v=vhCt86Brnlo
“ტორონტო” – “ორლანდო” 131:112 (35:34, 38:23, 26:32, 32:23)
https://www.youtube.com/watch?v=_EJ28Qn-eTA
“სან ანტონიო” – “კლივლენდი” 103:74 (28:18, 36:22, 17:18, 22:16)
https://www.youtube.com/watch?v=glZHTj2EvyI
“დალასი” – “ოკლაჰომა” 91:92 (26:25, 24:10, 19:22, 22:35)
https://www.youtube.com/watch?v=J_eGiGq-aGY
“საკრამენტო” – “მემფისი” 91:90 (28:27, 23:22, 23:19, 17:22)
https://www.youtube.com/watch?v=Q-oCzJ6lPas
“იუტა” – “ნიუ ორლეანი” 108:100 (28:21, 28:30, 25:20, 27:29)
https://www.youtube.com/watch?v=Iu-pKwHxeaI