ფეხბურთი

23:47 | 27.03.2017 | ნანახია 0 - ჯერ

საქართველო VS ლატვია - ამხანაგურზე მეტი დატვირთვა

ამხანაგური მატჩი - თვითონ სიტყვა გვეუბნება ასეთი შეხვედრების მნიშვნელობას - საქართველოსა და ლატვიის ნაკრებთა მატჩსაც ამხანაგური ეწოდება, მაგრამ ეს მხოლოდ გარეკანზე. თუ ჩავუღრმავდებით, დავინახავთ, რომ საქართველოს ნაკრებისთვის ეს უბრალოდ სპარინგი არაა.

სპარინგზე მეტი

დიახ, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი, როგორც გულშემატკივრებისთვის, ისე ფეხბურთელებს თავიანთი თავისთვის. ბოლო დროინდელმა წარუმატებელმა თამაშმა ნაკრების მიმართ დამოკიდებულება ორად გაყო: ერთნი მუდმივ კრიტიკაში არიან, მეორენი კი, მიიჩნევენ, რომ სათამაშო ასპექტში ნაკრებს წინსვლა აქვს და ახლა მთავარია ეს ყველაფერი შედეგში აისახოს. ჰოდა, ვის თუ არა ლატვიას - სწორედ ბალტიისპირელებთან წაფორხილება შეიძლება გამოდგეს სავალალო - ბევრი დეტალია: ფსიქოლოგიური, ემოციური, თვითრწმენა, მთავარი მწვრთნელის საკითხი. სხვათა შორის, პარადოქსულად ან შესაძლოა, თავის დამამშვიდებლად ჟღერდეს, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ნაკრები მიმდინარე შესარჩევ ციკლში ყველა მეტოქესთან სათამაშო უპირატესობას ფლობდა: ყოველშემთხვევაში ამას ამბობენ, სტატისტიკური მონაცემები - გნებავთ, ბურთის ფლობა, გნებავთ კარში, კარისკენ დარტყმები, კუთხურები, ძელები თუ ხარიხები... თუმცა, მთავარი მაინც შედეგია და ეს ყველამ კარგად იცის...

ვლადიმირ ვაისი უკვე 11 თამაშია საქართველოს ნაკრებს მოძღვრავს, მაგრამ ერთადერთი თამაში მოვიგეთ, თან რა თამაში... თუმცა, ის წარსულია და ახლა მთავარი აწმყო და მომავალია. შესაბამისად, „ჯვაროსნებს“ თბილისში, ლატვიის ნაკრებთან ვერმოგება რბილად რომ ვთქვათ, არ ეპატიებათ. ჯერ ერთი, რომ ლატვია ღრმა კრიზისშია და ბოლო დროს ყველასთან აგებს. მათ შორის, ფარერების ნაკრებთან შინ (0:2). თუმცა, ოთხი დღის წინ შვეიცარიის ძლიერ ნაკრებს გაუძალიანდა და მეორე ტაიმში გაშვებული კინკილა გოლით წააგო. ეგეც არ იყოს, ლატვიასთან ძველი ანგარიშები გვაქვს გასასწორებელი, თუმცა ამაზე უფრო ვრცლად ქვემოთ... აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრებს ივნისის შემდეგ თამაში არ მოუგია, ხოლო უშუალოდ თბილისიდან ბოლოს ჩვენი მეტოქე დამარცხებული 2015 წლის ოქტომბერში წავიდა - გიბრალტარი.

შანსი დანარჩენებს

უკვე დაანონსდა, რომ ვაისი სპარინგში ცვლილებებს გეგმავს სერბეთის მატჩთან შედარებით. ისიც ცნობილია, რომ გიორგი ლორია, ჯაბა კანკავა და სოლომონ კვირკველია დღეს არ ითამაშებენ. ეს კი, უკვე ნიშნავს იმას, რომ შანსს დანარჩენები მიიღებენ.

კარი - პირველ რიგში ველით გიორგი მაკარიძის ძირითად შემადგენლობაში გამოჩენას - „მორეირენსეში“ მას ჩინებული სეზონი აქვს, მაგრამ აქამდე ვაისი დიდად არ სწყალობდა. ჰოდა, ახლა, როცა მისი კონკურენტი მხოლოდ როინ კვასხვაძეა, რომელიც სულაც არაა განსაკუთრებულ ფორმაში, წესით გიორგის უნდა მიეცეს შესაძლებლობა, დაუმტკიცოს მწვრთნელს თავისი საიმედოობა.

უკანა ხაზი - დაცვაში კვირკველიას დავით ხოჭოლავა ჩაანაცვლებს - „ჩერნომორეცის“ მცველიც მაკარიძისა არ იყოს, დამაჯერებელ სეზონს ატარებს და რატომ არ შეიძლება მისი გამოცდა? - შესაბამისად, ლატვიასთან შეხვედრა ზედგამოჭრილია. წესით, მისი მეწყვილე გურამ კაშია იქნება, რომელიც ამავდროულად კაპიტნის სამკლავურს მოირგებს. რაც შეეხება ფლანგებს: განაპირა მცველების საკითხი საქართველოს ნაკრებში უკვე ლამის მთელი ქვეყნის ტკივილად იქცა. უჩა ლობჟანიძეს წესით საგამოცდო არაფერი სჭირს და ამიტომაც უნდა ველოდოთ, რომ სლოვაკი ოთარ კაკაბაძეს ანდობს ისევ მარჯვენა ფლანგს. რაც შეეხება საპირისპირო მხარეს - არ იქნება გასაკვირი თუ დღეს გიორგი რეხვიაშვილს ვიხილავთ. ვაისმა მასზე განაცხადა, რომ იანვრის შეკრებისას ძალიან მოეწონა და მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ცენტრალური მცველია, მარცხნივაც შეუძლია თამაში. აქვეა ჯიმი ტაბიძეც - კიდევ ერთი ნიჭიერი მცველი, მაგრამ ნაკლებ სავარაუდოა იგი მოედანზე პირველივე წუთიდან ვიხილოთ.

შუა ხახი - ნიკა კვეკვესკირი სერბეთთან გამორჩეული იყო და ამჟამად თავის პოზიციაზე უალტერნატივოა. იგივე გვეთქმის ვაკო გვილიაზე და წესით სწორედ ისინი გაამაგრებენ ნახევარდაცვის ცენტრს. მითუმეტეს, რომ კანკავა ლატვიელებთან დაპისირპირებას ტოვებს. სერბებთან დისკვალიფიკაციის გამო არ უთამაშია ბუბა დაუშვილს - იგი ახლა ვაისის განკარგულებაშია და თუ გავითვალისწინებთ, რომ სლოვაკი მას ხშირად ენდობოდა, წესით სასტარტოში უნდა ვიხილოთ. შესაბამისად მივიღეთ სამი ნახევარმცველი, რომელთაგანაც ორი დაცვასაც დაეხმარება და შეტევასაც, ხოლო ერთი მთლიანად უკანა ხაზის დახმარებაზე იქნება ორიენტირებული.

შეტევა - ცენტრფორვარდის პოზიციაზე ალბთან ისევ ნიკა კაჭარავას ვიხილავთ. „ეთნიკოსის“ შემტევმა სერბეთის წინააღმდეგ ბევრი იშრომა, გოლიც გაიტანა და რამდენჯერმე სახიფათო და ლამაზი პასიც გააკეთა. მოკლედ, ვაისს მისი თადარიგში დატოვების მიზეზი არ უნდა ჰქონდეს თუ გიორგი ქვილითაიასთვის არ აპირებს მეტი სათამაშო დროის დათმობას. რაც შეეხება ფლანგებს: იგივე, რაც სერბეთთან ვნახეთ - ჯანო ანანიძე და ვაკო ყაზაიშვილი. გიორგი არაბიძესაც შეიძლება ჰქონდეს პრეტენზია სასტარტოში მოხვედრის და ვაისმაც თქვა ჯერ კიდევ სერბეთთან მატჩამდე, რომ მას ლატვიასთან ათამაშებდა, მაგრამ ალბათ ეს მეორე ტაიმში მოხდება. ასე იყო ოთხი დღის წინანდელ შეხვედრაშიც.

საქართველოს სავარაუდო შემადგენლობა (4-3-3): მაკარიძე - კაკაბაძე, ხოჭოლავა, კაშია, რეხვიაშვილი - გვილია, დაუშვილი, კვეკვესკირი - ყაზაიშვილი, კაჭარავა, ანანიძე.

ცუდი ბალანსი

ლატვიის ნაკრები ჩვენთვის უცხო სულაც არაა - 7 თამაში, 2 მოგება, 2 ფრე, 3 წაგება. ასეთია ბალანსი, რომელიც გამოსასწორებელია. მეტიც, „ჯვაროსნებმა“ ბოლოს ლატვიელთა ძლევა გასულ საუკუნეში, 1998 წელს მოახერხეს. იქედან მოყოლებული ხუთი მატჩიდან მაქსიმუმი მხოლოდ ფრე იყო. განსაკუთრებულად მტკივნეულად გასახსენებელია 2011 წელს, თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით მოთამაშე გუნდის მარცხი თბილისში - 0:1. მანამდე, რიგაში ფრეს გამოვრჩით იმავე შესარჩევ ციკლში, მაგრამ დავით სირაძის გოლით ბოლო წუთამდე ვიგებდით და თითქოს ცუდს არც არაფერი მოასწავებდა, როცა ცაუნიამ არაფრისგან შექმნა გოლი და ორი დასანანი ქულა დაგვაკარგვინა. მოკლედ, ლატვიის ნაკრები კარგად არ გვახსენდება და ამიტომაც, ახლა მოგება გვმართებს - ესეც კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომაა ეს მატჩი უბრალოდ სპარინგზე მეტი...

ბოლო 10 თამაში

საქართველოს ნაკრები: 1 მოგება, 3 ფრე, 6 წაგება - მართლაც, რომ სავალალო სტატისტიკაა. სხვა საქმეა, რომ ესპანეთს ვაჯობეთ, სხვა საქმეა, რომ რიგ მატჩებში მეტოქეებს თამაშით ვჯობდით და სხვა ანგარიშს ვიმსახურებდით. საბოლოოდ, ხომ ისტორიას შედეგი რჩება და ადამიანთა მეხსიერებაშიც შედეგები ილექება.

ლატვიის ნაკრები: აი, ლატვიას კი, საკმაოდ კარგი მაჩვენებელი აქვს: 4 მოგება, 2 ფრე, 4 წაგება. გიბრალტართან, ლიტვასთან, ლუქსემბურგთან და ანდორასთან გამარჯვებები. შესაძლოა, ზემოხსენებული გუნდების სახელები შიშის ზარს არავის სცემს, მაგრამ მაინც. ბალტიისპირელებმა ფრე ესტონეთთან და სლოვაკეთთან ითამაშეს, ხოლო რაც შეეხება წაგებებს: ფარერები, უნგრეთი, პორტუგალია და შვეიცარია. სხვათა შორის, სანამ ლატვია აღნიშნულ თამაშებს და კერძოდ, ფარერებთან წააგებდა, ექვსმატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა...

მეტოქის გასახდელი

ლატვიის ნაკრებს შეუძლია იამაყოს იმით, რომ ევროპის 2004 წლის ჩემპიონატზე მონაწილეობა აქვს მიღებული. მაშინ, ბალტიისპირელებმა პლეი-ოფში მსოფლიოს ჩემპიონატის იმჟამინდელი ბრინჯაოს პრიზიორი, თურქეთის ნაკრები დაამარცხეს (1:0, 2:2) და პორტუგალიაში თამაშის უფლება მოიპოვეს. თუმცა, ფინალურ ეტაპზე ლატვია სიკვდილის ჯგუფში მოხვდა გერმანიის, ჩეხეთისა და ჰოლანდიის ნაკრებებთან და მეტი სასწაული ვეღარ მოახდინა. მაშინდელი ლატვიის ნაკრების მთავარი ვარსკვლავი მარის ვერპაკოვსკისი იყო... დღეს, ლატვიას არც ამ დონის ფეხბურთელი ჰყავს და არც ნაკრები. შემადგენლობას რომ ჩავხედოთ, განსაკუთრებულს ვერაფერს აღმოვაჩენთ. ძირითადი ბირთვი სამშობლოში თამაშობს, თუმცა არის რამდენიმე ლეგიონერიც: ანდრის ვანინსი „ციურიხიდან“, იანის იკაუნიეკსი „აელიდან“, დენის რაკელსი „რედინგიდან“. რამდენიმე ფეხბურთელიც პოლონეთში თამაშობს, თუმცა მეორე ხარისხოვან გუნდებში. არის ბუბა დაუშვილის თანაგუნდელიც უნგრული „დიოშდიორიდან“ - ვიტალის იაგოდინსკი.

რაც შეეხება მთავარ მწვრთნელს - ლატვიის ნაკრებს მარიანს პაჰარსი ავარჯიშებს 2013 წლიდან მოყოლებული. 40 წლის სპეციალისტი მანამდე რიგის „სკონტოსა“ და ლატვიის 21-წლამდე ნაკრებებში მუშაობდა, თუმცა განსაკუთრებული წარმატებით ვერ დაიკვეხნის. პაჰარსს უფროს წარმატებული საფეხბურთო კარიერა ჰქონდა და 1999-2006 წლებში ინგლისური „საუთჰემპტონის“ ღირსებასაც იცავდა.

შეცდომის უფლება აღარაა

საქართველოს ნაკრებს შეცდომის უფლება არ აქვს - ეს ცალსახაა. ვლადიმირ ვაისის გუნდმა ლატვიას აუცილებლად უნდა მოუგოს, მიუხედავად იმისა, რომ მატჩი ამხანაგური ხასიათისაა. თუ რატომ აუცილებლად და გადაჭრით, ამაზე წერილის დასაწყისშიც ვისაუბრე - საქართველოს ეროვნულ ნაკრებს გამარჯვება ისე სჭირდება, როგორც თევზს წყალი და ადამიანს ჰაერი...


კომენტარები (18)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:11 | 16.08.2017
gaga1987 (158)

აბურჯანია გამოიძახეთ საყრდენზე.

13:01 | 16.08.2017
fantastika (2333)

ზდაროვა სასტავს

კობახიძე ათამაშონ მარჯვენა მცველად

19:49 | 16.08.2017
ogafa (10143)

გეგეჭკორი დაჭირდება ნაკრებს

10:03 | 16.08.2017
iloreli (2516)

ვინც გინდათ მეკამათეთ ჩვენი ნაკრების ჭკუა ანანიძეა და ჯიგარი ოქრიაშვილი, დანარჩენი პარალიზებული კიდურები.
ანანიძე არ იქნება და უჭკუოდ ვითამაშებთ, ოქრი არ იქნება და უჯიგროდ..
თუ არცერთი არ იქნება ნებისმიერი პარაოლიმპიური ნაკრები მოგვიგებს ფეხბურთში, თუნდაც უზბეკეთის ქალთა საკალათბურთო პარაოლიმპიური გუნდი.

11:07 | 16.08.2017
BEERTRANCE (97819)

რო მოინდომო ქე შეიძლება თემის გავრცობა, კუჭაშლილი ნაწლავები და აშ. DDDDDDDDDDDDD

03:05 | 16.08.2017
mushni (93559)

მალე დომინოს სტავჩიკები მოგვიგებს

23:02 | 15.08.2017
KoRBeN DaLLaS (24838)

სტუმრად დაგვრჩა თამაშები ავსტრიაში და სერბეთში. ორივეგან ღრმა და საფუძვლიანი ოყნა არ აგვცდება შინ კი ირლანდიელებს და ვალიელებს ვიღებთ და იმედია ჩვენს თესლურ საფეხბურთო იმიჯს გავამართლებთ - ერთერთის ჯგუფში ჩატოვების მთავარი მიზეზი გავხდებით
იმედია მაგის შნო ჯერ კიდევ შეგვრჩა.

11:06 | 16.08.2017
BEERTRANCE (97819)

ჰო აი ეგ მგონია რო უელსს გავამწარებთ DDDDDDDDDDDDDDD

10:07 | 16.08.2017
iloreli (2516)

შოტლანდიას ჩავტოვებთ ისევ ოღონდ სემდეგ შესარჩევში

03:04 | 16.08.2017
mushni (93559)

აუ შენ რაებს ჩითავ კორბენ--ფორმაშია კასპიშეეეეეეეეეეე

00:08 | 16.08.2017
sabonis (9584)

უელსი იქნება ჩვენი ბულკი.DDD

23:46 | 15.08.2017
maradona73biankoneri (12347)

ვაახ კბილების დაკრეჭვა გისწავლია საღოლ

თემა რ მაინტერესებს

03:04 | 16.08.2017
mushni (93559)

22:31 | 15.08.2017
leomadrid (659)

ზემოთ ფეიბუკსზე ვიღაცა რა მაგარ რამეს წერს)))) რაღა დროს კანკავა და დაუშვილიაო. გაგნებაში თუა რას ნიშნავს საყრდენი ნახევარმცველი? კანკავა და დაუშვილი ნაღდი საყრდენები არიან. გვილია კვეკვესკირი და აბურჯანია კიდე 8 ნომრები წინ თამაშობენ საყრდენების წინ.

20:33 | 15.08.2017
sandrinio10 (1411)

ჯაბა ლიპარტიას რატომ არ განიხილავთ ნაკრების კანდიდატად . მითუმეტეს ეხლა ამდენი ნახევარმცველი რომ გვყავს ტრამვირებული. არ შეიძლება მისცენ შანსი, მეტი რა დაამტკიცოს რუსეთის პრემიერ ლიგაში თამაშობს , ხან სასტავს თამაშობს ხან კიდევ შემოყავთ ხოლმე. ვაის ცოტა აზე მოდი.

21:26 | 15.08.2017
KGT66 (84)

სამწუხაროდ ლიპარტია არ არის სანაკრებო დონის ფეხბურთელი... და ეს ვაისის ბრალი არ არის.

22:39 | 15.08.2017
samtrediel (8001)

ჯაბა ლიპარტია გვაკლია ეხლა კიდე. დღესაც ვიტ ჯორჯიელია ჩემს თვალში. მისხალითაც ვერ აიწია მისი სათამაშო კლასი.

03:04 | 16.08.2017
mushni (93559)

=1 ერგრეა

22:44 | 15.08.2017
leomadrid (659)

უკრაინის ჩემპიონატში ჩაწყობით ათამაშებდნენ?

23:18 | 15.08.2017
samtrediel (8001)

წაკითხულიდან აზრის გამოტანა შეგვიძლია? უკრაინაში თამაში არ ნიშნავს იმას, რომ ფეხბურთელის სათამაშო კლასი და ტექნიკური არსენალი მომატებული აქვს.

20:12 | 16.08.2017
leomadrid (659)

სათამაშო კლასი თუ არ აიწია,როგორ აჩერებდნენ უკრაინაში??? ან ანჟიმ როგორ აიყვანა? შენი აზრით ბევრი ქართველი მოხვდება ანჟიში? ვერ ხედავ სად მიდიან და რა გუნდები აქვთ სანატრელი???

19:55 | 15.08.2017
samoca (3)

ბეზაქარია ბეგლარიშვილს, რატო არ ათამაშებს ძირითადის კაცია თან ამ სეზონში უკვე 12 გოლი თხარა.

03:03 | 16.08.2017
mushni (93559)

მართალია

21:27 | 15.08.2017
KGT66 (84)

მას მიეცა შანსი, არაფერი განსხვავებული არ გაუკეთებია... მეც დიდ პატივს ვცემ და მომწონს ზაქარია, მაგრამ ესტონეთის ლიგა არ არის სერიოზული არანაირად...

22:13 | 15.08.2017
samoca (3)

მე ძალიან ბგულშემატკივრობ. რამოდენიმე თაქმაში ვნახე და მაგრად დამევასა ის იყომარა ბევრ ნაკრების სასტავს. ბაზარი არა დაბალი ლიგაა მაგარა ვაბშე უთამაშებლობას და სკამს ჯობია

19:20 | 15.08.2017
deme2222 (1418)

სულ არაა ესე ცუდად საქმე, ჩემი აზრით 4 ქულას ავიღებთ.

19:52 | 15.08.2017
ლეო შე ყვე(ლ)ო!!! .......................... LApaata (1287)

კი და ჯგუფიდანაც გავალთ..)))

03:03 | 16.08.2017
mushni (93559)

ეგრეა

18:47 | 15.08.2017
Dimitriusi GV@rdiol@ irAklidiusi (1625)

არარი ხალხო ეს ფეხბურთი ჩვენი სპორტი

18:40 | 15.08.2017
levani82 (41682)

ისე საინტერესოა ნავალოვსკმა ტრავმა რომ მიიღოს ან კიდე დისკვალიფიკაცია მაგის ადგილას ვის ვათამაშებთ?

00:00 | 16.08.2017
sabonis (9584)

ჯერ არვიცი მარა სამომავლოდ ალბათ ლაკვეხელიანი.

21:28 | 15.08.2017
KGT66 (84)

მჟავანაძეს ან ხიზანიშვილს

03:03 | 16.08.2017
mushni (93559)

ხო

18:22 | 15.08.2017
alfadhirhaiti (7519)

ცოტათი ძნეეეელიააააა ♪♪

17:59 | 15.08.2017
BEERTRANCE (97819)

ამდენი წაგებების პოლიტიკოსივით გამართლებაც მიგემატებიათ სათაურში DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD

03:03 | 16.08.2017
mushni (93559)

ტრანსუნიააააააა

17:33 | 15.08.2017
lashamax (938)

და ამ ყველაფერს დამატებული
მწვრტენლი-პიტალო.
მოკლედ 100% 2-იანი. თანაც გაკეთებული თამაში, თვითონ ესენი გამაზავენ თავის წაგებაზე

17:32 | 15.08.2017
dinamo222 (8587)

მარტპ ჩXაკვეტაძე კი არა კიდევ მინიმუმ 3-4 უნდა დამოიძახოს ახალგაზრდულიდან ! ძალიან მაგარი ბიჭები არიან და ეხლა უნდა მაგათ მიხედვა თანაც "ძირითადებზე" ბევრად ნაკლებიც არ არიან და ზოგიერთებს ჯობნიან კიდევაც !

21:29 | 15.08.2017
KGT66 (84)

და საიდან მოიტანე რომ ჯობიან? სხვა U19 გუნდებს რომ ეთამაშეს მაგიტომ?...
მგონი ზოგი ფეხბურთის გარკვევაში არ არიან...

17:27 | 15.08.2017
RMA...RMA (70)

რაჯობია ამათი თამაშის ყურებას DD მწვრთნელიც მაგარი გვყავს მლადიმერ ვაი ვაისი...

03:02 | 16.08.2017
mushni (93559)

17:26 | 15.08.2017
airvika13 (657)

სასწაული პროგნოზები გაქვთ ამ ჟურნალისტებსDრატომ უნდა გამოიძახოს ჩაკვეტაძე??ჯერ მას 21 წლამდელებში აქვს დასამტკიცებელი მაგ ნაკრებს კარგი შანსი აქვთ ჯგუფიდან გასვლის და ჯობია ეგ ლაკვეხელიანი კუცია და კიდევ რამოდენიმე 21 წლამდელებში ვიხილოთ...დაუშვილს რატომ თვლით სანაკრებო კაცად შეგიძლიათ მითხრათ??აბურჯანიამ ასე თუ ისე დაიწყო თამაშიდა დაუშვილი განაცხადშიც არ არის საჭირო...იმედი მაქვს ოქრის მაინც გამოიძახებენ და ერთი 20 წუთი მაინც შეძლებს თამაშს ეგ რო მოედანზეა სულ სხვა ნაკრებია...კარებში რევიშვილი უდავოდ სათამაშო პრაკტიკაც აქვს და ამ მომენტში ალტენრნატივაც არ გვაქვს(ლორიამ ახლა დაიწყო ვარჯიში და მაკარიძემ ჯერ არიცის სად წავა ამიტო არც ათამაშებენ)ნუ დაცვის ცენტრში ყველაზე კარგად გვაქვს საქმე ორივე ლიდერი თავის დონეზეა პლიუს ჯიმიც მაგრად ათამაშდა...ფლანგებზე კაკაბა და ნავალა ალბათ ვნახოთ...კვეკვე და კანკავა(შეიძლება როცა უკლუბოდაა ნაკრებში თამაში??)ჯანო მაინც ასე თუ ისე ფორმაშია და ალბათ დააყენებს და მეოთხე ნახევარმცველად აბუს დავაყენებდი....წინ კი ორ მოძრავ ფეხბურთელს ვაკოს და ჭანტურას...ამ ყველაფერს დღევანდელი მდგომარეობიდან ვწერ თორე ყველა რომ გვყავდეს ბევრად სხვა შემადგენლობა იქნებოდა...ისე არაბიძესაც 21წლამდელებში გამოვიძახებდი კარგი შანსი აქვთ გასვლის და იქნებ უკეთესიც იყოს არაბა იქ

19:19 | 15.08.2017
deme2222 (1418)

კაკაბაძეს რაუნდა ნაკრებსი თუ ძმახარ ლობჟანიძე რომ გაგვიხდა სანატრელი დაგავიწყდა? )))

03:02 | 16.08.2017
mushni (93559)

აბაDDDDDDDD

17:14 | 15.08.2017
R.Keane (257)

საერთოთ არ გავიდნენ მოედანზე 3-0 მაინც ჩაგვითვლიან წინააღმდეგ შემთხვევაში ერთი 6 -0 მოგვიგებენ

03:02 | 16.08.2017
mushni (93559)

+1

0.068122