“სუონსის” და ისლანდიის ნაკრების ლიდერის გილფი სიგურდსონის სამსახურით “ნიუკასლი” დაინტერესდა – იუწყება ცნობილი ბრიტანული გამოცემა Daily Star–ი.
“ნიუკასლი” ჩემპიონშიფს ლიდერობს და უდიდესი ალბათობით, მომავალ სეზონში პრემიერლიგაში დაბრუნდება. “კაჭკაჭების” ხელმძღვანელობა კლუბის გაძლიერებაზე აქედანვე ზრუნავს და ისლანდიელი მოთამაშის დამატება სურთ. ტრანსფერი კიდევ უფრო რეალური გახდება, თუ “სუონსი”, რომელიც ამჟამად მე-17 ადგილზეა, პრემიერლიგიდან გავარდება.
27 წლის ფეხბურთელს “სუონსისთან” მოქმედი კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს. მან მიმდინარე სეზონში 31 შეხვედრა ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა გააკეთა.