ფეხბურთი

17:44 | 27.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო - ლატვია. 1998 წლის შემდეგ არ მოგვიგია

საქართველოსა და ლატვიას აქამდე 7-ჯერ უთამაშიათ ერთმანეთთან. უპირატესობა ბალტიისპირელთა მხარესაა: 3 მოგება, 2 ფრე, 2 მარცხი, ბურთების შეფარდებაც 10:9 ლატვიის სასარგებლოდ.

მერვე დაპირისპირება 28 მარტს, 18:00 საათზე შედგება "დინამო არენაზე".

საქართველოს ნაკრებმა ბოლო გასული წლის ივნისს მოიგო, სტუმრად ესპანეთთან ამხანაგურში 1:0. ეს მართლაც ხმაურიანი გამარჯვება იყო, აი, თბილისში კი "ჯვაროსნებს" 2015 წლის შემოდგომის შემდეგ არ გაუმარჯვიათ. გიბრალტარს სძლიეს 4:0.

ლატვიას რაც შეეხება, ბოლო 4 მატჩი წააგო, მათ შორის, შესარჩევში შინ ფარერებთან - 0:2. 25 მარტს შვეიცარიაში 0:1 დამარცხდნენ... ბალტიისპირელებმა ბოლოს გასული წლის სექტემბერში მოიგეს, სტუმრად 1:0 ანდორასთან.

ლატვიელებმა არაერთხელ გაგვამწარეს... მათთან პირველი და მეორე დაპირისპირება გვაქვს მოგებული, მას შემდეგ კი ხუთჯერ შევხვდით და ვერცერთხელ ვერ ვძლიეთ. გვახსოვს თამაშები, როცა სრული სათამაშო უპირატესობა გვქონდა, მაგრამ მაინც ვერაფერი მოვუხერხეთ. მაგალითად, ბოლოს თბილისში, როცა თემურ ქეცბაია იყო საქართველოს ნაკრების თავკაცი.

გავიხსენოთ 2:2... იოჰან ბოსკამპის მწვრთნელობის პერიოდში. ორი ბურთით ვიგებდით და სტუმრებმა სასწაულად მოახერხეს თამაშის გადარჩენა.

1994 რიგა/ ამხანაგური

ლატვია-საქართველო 1:3

გოლები: დავით ჯანაშია, კაჭარავა, ჯამარაული

1998 ლა ვალეტა (მალტა)/ ტურნირი

საქართველო-ლატვია 2:1

გოლები: ჯამარაული (2)

1998 ლიეპაია/შესარჩევი

ლატვია-საქართველო 1:0

1999 თბილისი/შესარჩევი

საქართველო-ლატვია 2:2

გოლები: შოთა არველაძე, ყაველაშვილი

2008 თბილისი/ამხანაგური

საქართველო-ლატვია 1:3

გოლი: კალაძე

2010 რიგა/შესარჩევი

ლატვია-საქართველო 1:1

გოლი: სირაძე

2011 თბილისი/შესარჩევი

საქართველო-ლატვია 0:1

0.1206