ჩოგბურთი

12:50 | 27.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

კერბერი მაიამიში წინ მიიწევს

მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი გერმანელი ანგელიკა კერბერი მაიამის მასტერსის მერვედფინალში გავიდა.

კერბერმა ტურნირის 1/16-ფინალში ამერიკელი შელბი როჯერსი 6:4, 7:5 დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 30 წუთს გაგრძელდა. პირველ სეტში გერმანელი 0:3 მარცხდებოდა, მაგრამ სეტის შემობრუნება მოახერხა. გერმანელი მეორე პარტიაშიც 3:4 ბრეიკით აგებდა, მაგრამ ყველაფერი თავის სასიკეთოდ დაასრულა. 1/8-ფინალში კერბერის მეტოქე იაპონელი რიზა ოზაკა იქნება.

მაიამის მასტერსის საპრიზო ფონდი 7.6 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.

0.112702