კალათბურთი

11:56 | 27.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

უესტბრუკის 36-ე სამმაგი დუბლი

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ათი შეხვედრა გაიმართა.

“ჰიუსტონმა” შინ “ოკლაჰომას” 137:125 მოუგო. რაელ უესტბრუკმა მიმდინარე სეზონში 36-ე სამმაგი დუბლი გააკეთა - 39 ქულა, 13 პასი, 11 მოხსნა. რასელს ოსკარ რობერტსონის 41 სარეკორდო სამმაგ დუბლამდე - ხუთი აკლია. რასელს და “ოკლაჰომას” მიმდინარე სეზონში კიდევ 10 შეხვედრა დარჩა ჩასატარებელი. რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, ოკლაჰომელები მთელი მატჩის განმავლობაში მდევრის როლში გახლდნენ. ჰარდენმა ორმაგი დუბლი შეასრულა - 22 ქულა, 12 მოხსნა.

“ბოსტონმა” საკუთარ დარბაზში “მაიამი” 112:108 დაამარცხა. მატჩში გადამწყვეტი ბოლო წუთები აღმოჩნდა, რომელიც ბოტონელებმა უკეთ ჩაატარეს. შეხვედრაში ყველაზე მეტი 30 ქულა აიზეა ტომასის ანგარიშზეა. “მაიამიში” 24 ქულით ჯო ჯონსონი გამოირჩა. “ბოსტონი” 48 მოგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა.

“დენვერი” შინ “ნიუ ორლეანთან” 90:115 დამარცხდა. ნიუ ორლეანელები პირველი პერიოდის ბოლო წუთზე დაწინაურდნენ და მას შემდეგ “დენვერი” მდევრის როლში იყო. ენტონი დევისმა ორმაგი დუბლი შეასრულა - 31 ქულა და 15 მოხსნა. “დენვერში” 16 ქულით პლამლი გამოირჩა.

“ატლანტა” – “ბრულინი” 92:107 (20:32, 28:23, 20:23, 24:29)
https://www.youtube.com/watch?v=RS8XyvXyEf0

“შარლოტ ჰორნეტსი” – “ფინიქსი” 120:106 (38:18, 31:29, 29:33, 22:26)

https://www.youtube.com/watch?v=PKJGy4Olv18

“ჰიუსტონი” – “ოკლაჰომა” 137:125 (37:31, 42:28, 34:29, 24:37)

https://www.youtube.com/watch?v=RGGqZy79oLY

“კლიპერსი” – “საკრამენტო” 97:98 (24:24, 20:18, 32:23, 21:33)

https://www.youtube.com/watch?v=4THYfNclY-4

“მილოუკი” – “ჩიკაგო” 94:109 (31:29, 24:27, 24:35, 15:18)

https://www.youtube.com/watch?v=D7XEVdvya6c

“ბოსტონი” – “მაიამი” 112:108 (22:27, 31:31, 32:17, 27:33)

https://www.youtube.com/watch?v=bUfOUubKQBs

“ინდიანა” – “ფილადელფია” 107:94 (27:18, 24:27, 30:24, 26:25)

https://www.youtube.com/watch?v=c5bz1Vx555M

“დენვერი – “ნიუ ორლეანი” 90:115 (26:29, 14:26, 19:32, 31:28)

https://www.youtube.com/watch?v=piybXmYASMQ

“გოლდენ სტეიტი” – “მემფისი” 106:94 (25:28, 31:26, 27:27, 23:13)

https://www.youtube.com/watch?v=-cyN4tyuy50

“ლეიკერსი” – “პორტლენდი” 81:97 (17:22, 15:18, 24:37, 25:20)

https://www.youtube.com/watch?v=8kFwGQLMkbw

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119331