ფეხბურთი

23:55 | 26.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლოგიკური დასასრული: ჰოლანდიის ნაკრები უმწვრთნელოდაა

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრები მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა. როგორც „ნარინჯისფერთა“ ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება, 55 წლის სპეციალისტს პოსტი დაატოვებინეს. მიზეზი მარტივია - არადამაკმაყოფილებელი შედეგები.

ბლინდისთვის საბედისწერო ბულგარეთთან მარცხი აღმოჩნდა (0:2). საერთოდ, ჰოლანდიის ნაკრების მუნდიალზე გასვლა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა, რადგან ქვეჯგუფში ხუთი ტურის შემდგომ მხოლოდ 7 ქულა აქვს და ექვს გუნდში მეოთხე ადგილს იკავებს.

„ჩვენ პატივს ვცემთ დანის და მის გაწეულ სამუშაოს ნაკრებში, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში გუნდის შედეგები სავალალოა. ამიტომაც, იგი პოსტს ტოვებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

დანი ბლინდი ჰოლანდიას 2015 წლის ივლისიდან წვრთნიდა, მაგრამ განსაკუთრებული ფეხბურთი და შედეგი ნაკრებს ვერ აჩვენებინა.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ ჰოლანდიის ნაკრები 28 მარტს ამსტერდამში ამხანაგურად იტალიას გაეჯიბრება და აღნიშნულ შეხვედრაში გუნდს ფრედ გრიმი გაწვრთნის.

0.133068