კალათბურთი

10:25 | 27.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიამ "ესტუდიანტესთან" გაიბრწყინა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის, ლიგა ენდესას XXVI ტურში „სასკი ბასკონიას“ თორნიკე შენგელიამ ულიდერა. მას შემდგომ, რაც თოკომ ტრავმა მოირჩინა თამაშიდან თამაშამდე უმატებს, რაც ცალსახად სასიამოვნოა.

ამჯერად, შენგელია „ესტუდიანტესთან“ მატჩში საუკეთესო იყო და ეს მიუხედავად იმისა, რომ სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა. საბოლოოდ, ქართველმა 24:49 წუთში საკუთარ გუნდს 21 ქულა, 9 მოხსნა, 2 დაფარება და 1 პასი შესძინა. თორნიკემ 13-დან 8 ორქულიანი, სამიდან ორი საჯარიმო და ერთიდან ერთი სამქულიანი ჩააგდო. ორმაგ დუბლამდე კი, სულ რაღაც ერთი მოხნსა დააკლდა. ისიც აღსანიშნავია, რომ იგი საკუთარ გუნდში ყველაზე შედეგიანი იყო, ხოლო მთლიანად თამაშში ედვინ ჯექსონს ჩამორჩა (24 ქულა). სამაგიეროდ, ვერავინ აჯობა მარგი ქმედების კოეფიციენტის მაჩვენებლით - 25!

უშუალოდ შეხვედრა „ბასკონიამ“ დაძაბულ ბრძოლაში 76:70 მოიგო. ბასკები მომდევნო მატჩს ლიგა ენდესაში 2 აპრილს, საკუთარ მოედანზე „ბეტისთან“ ჩაატარებენ. "ბასკონია" 24 თამაშში 16 მოგებითა და 8 წაგებით ლიგაში მეხუთე ადგილზეა.

0.120545