ფეხბურთი

21:30 | 26.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

მატიის დე ლიგტის რეკორდული და კოშმარული დებიუტი

ამსტერდამის „აიაქსის“ მცველი მატიის დე ლიგტი ჰოლანდიის ნაკრების ისტორიაში შევიდა. იგი გახდა 1933 წლის შემდეგ ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, ვისაც ჰოლანდიელთა რიგებში დებიუტი ჰქონდა. გუშინ, დე ლიგტი 17 წლის და 225 დღის იყო, ხოლო 1933 წელს მაუკ ვებერმა ნაკრებში 17 წლის და 222 დღის ასაკში იასპარეზა.

დანი ბლინდმა დე ლიგტის თამაში სტეფან დე ვრეისა და ვირჯილ ვან დიკის ტრავმების გამო გადაწყვიტა, თუმცა მალევე მიხვდა, რომ შეცდა - ჰოლანდიის ნაკრებმა ორივე გოლი სწორედ თინეიჯერი ფეხბურთელის შეცდომებით გაუშვა და იგი შესვენებაზე ვესლი ჰუდტმა შეცვალა.

0.135514