ფეხბურთი

15:20 | 26.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

დე ბრუინი კლუბში დაბრუნდა

ბელგიის ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი საზარდულის ტრავმის გამო გუნდს რუსეთთან გასამართ ამხანაგურ შეხვედრაში ვერ დაეხმარება. როგორც Sky Sports-ი იუწყება, 25 წლის მოთამაშე "მანჩესტერ სიტიში" დაბრუნდა, რათა სარეაბილიტაციო პროცესი გაიაროს.

როგორც ბელგიის თავკაცმა რობერტო მარტინესმა განაცხადა, დე ბრუინის ტრავმა სერიოზული არაა. ჯერჯერობით კი უცნობია კევინი გამოჯანმრთელებას მარტის ბოლომდე თუ მოახერხებს. 2 აპრილს "ქალაქელები" სტუმრად ლონდონის "არსენალს" ეთამაშებიან.

0.11994