ვეტერანი ესპანელი მეკარე იკერ კასილიასი შესაძლოა საფრანგეთის ლიგა 1-ში ვიხილოთ. ფრანგული მედიის ინფორმაციით, 35 წლის კარის დარაჯს თავისთან მარსელის “ოლიმპიკი” ეპატიჟება. შესაძლო ტრანსფერის სხვა დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება.
“მარსელში” იმედოვნებენ, რომ კასილიასი “ველოდრომზე” გადაბაგების გადაწყვეტილებას მიიღებს და აღნიშნულ ფაქტს ხელს ისიც უწყობს, რომ ესპანელს “პორტუსთან” მოქმედი კონტრაქტი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდგომ ეწურება და შესაბამისად, თავისუფალი აგენტი ხდება.
იკერ კასილიასი “პორტუში” 2015 წლის ზაფხულში გადავიდა და აქამდე მის ანგარიშზე 76 ჩატარებული მატჩია.