ფეხბურთი

20:32 | 25.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

სად როგორი დასწრებაა: “ალიანც არენა” მუდამ სავსეა

მიუნხენის “ბაიერნი” ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდად მიიჩნევა, მაგრამ მაყურებელთა დასწრების მხრივ უდავოდ საუკეთესოა. როგორც აღმოჩნდა, “ალიანც არენა” ბუნდესლიგის მატჩებზე უკვე ზედიზედ 173 თამაშია, სრულად ივსება. საერთოდ, “ბაიერნის” სტადიონი 75 ათას ადამიანს იტევს და 2007 წლიდან მოყოლებული ყოველთვის სავსეა. ბოლოს “ალიანც არენაზე” ცარიელი ადგილები “ბოხუმთან” მატჩისას იყო - 2007 წლის 30 იანვარს. მაშინ თამაშს “მხოლოდ” 60 ათასი ადამიანი დაესწრო.

საინტერესოა, რომ პროცენტულად “ბაიერნის” შემდეგ ყველაზე მეტად მეორე გერმანული გუნდის, “ფრაიბურგის” არენა ივსება – “შვარცვალდშტადიონი” 24 ათას ქომაგზეა გათვლილი და საშუალოდ ყოველ მატჩს 23942 მაყურებელი ესწრება (99,76%)

ამავე სიაში მომდევო ორ ადგილს ინგლისური, კერძოდ, ლონდონური გუნდები “ჩელსი” და “არსენალი” იკავებენ. “სტემფორდ ბრიჯზე” თამაშს 41528 ადამიანი ესწრება (99,75%). რაც შეეხება “ემირეითს სთედიუმს”, ის 60260 მაყურებელზეა გათვლილი და 59988 ადგილი ყოველთვის დაკავებულია (99.55%).

0.103294