ფეხბურთი

18:00 | 25.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლოპეტეგი: “შეგვეძლო, უფრო დიდი ანგარიშით მოგვეგო”

ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ხულენ ლოპეტეგი ისრაელთან მოგებული (4:1) საშინაო მატჩის შემდგომ, ჟურნალისტებს ესაუბრა და აღნიშნული შეხვედრა შეაფასა.

ლოპეტეგის თქმით, გუნდის თამაშის ხარისხით კმაყოფილია და მისი აზრით, “ფურია როხა” უფრო დიდი ანგარიშით მოგებას იმსახურებდა.

“ელ მოლინონზე” შესანიშნავი ატმოსფერო იყო შექმნილი. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ქომაგს, რომელიც სტადიონზე მოვიდა და ასე გულმხურვალედ გვგულშემატკივრობდა.

გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ. ოთხი გოლი გავიტანეთ, თუმცა კიდევ ბევრი მომენტი გვქონდა და ვფიქრობ, რომ უფრო დიდი ანგარიშით მოგებას ვიმსახურებდით.

ჯგუფში ძალიან სერიოზული მეტოქე გვყავს იტალიის სახით და ჩვენი მიზანი ყველა მატჩში სამი ქულის მოპოვებაა. “სკუადრა აძურასთან” დაპირისპირებამდე ჩვენ მაკედონიასთან გვაქვს სათამაშო და ჯერ სწორედ ამ მატჩზე უნდა ვიფიქროთ.

ისრაელს კარგი გუნდი ჰყავს. ტაბლოზე დაფიქსირებული შედეგი კი, ჩვენ ძალიან კარგ თამაშს ასახავს და არა მეტოქის სისუსტეს.

ტიაგომ მცირე დარტყმა მიიღო და ამიტომ, მეორე ტაიმში მისი შეცვლა გადავწყვიტეთ” – განაცხადა ლოპეტეგიმ.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის და იტალიის ნაკრებები 13-13 ქულით G ჯგუფს ლიდერობენ.

0.125098