ფეხბურთი

15:16 | 25.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

კოულმენის საშინელი ტრავმა (+VIDEO)

ირლანდიის ნაკრების კაპიტანმა სიმუს კოულმენმა უელსთან მატჩში უმძიმესი ტრავმა მიიღო. “კელტთა” გამოცდილი მარჯვენა მცველი მას შემდეგ დაშავდა, რაც უელსელი ნილ ტეილორი გადამეტებულად ეუხეშა.

როგორც ცნობილი გახდა, “ევერტონის” ფეხბურთელს მარჯვენა ფეხის ძვალი აქვს გატეხილი და წინასწარი ინფორმაციით, მოედანზე 1 წლის განმავლობაში ვერ გავა.

“ნილ ტეილორი არაა უხეში ფეხბურთელი”, - დაიცვა მოთამაშე უელსის ნაკრების თავკაცმა კრის კოულმენმა, – “თუმცა, რა თქმა უნდა, სიმუსის წინააღმდეგ ცუდად ითამაშა. ყველანი კოულმენზე ვდარდობთ”.

შეგახსენებთ, ირლანდიისა და უელსის ნაკრებთა მატჩი უგოლოდ დასრულდა. ორივე გუნდი მიმდინარე შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრების მეტოქეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118445