ფეხბურთი

23:10 | 24.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

სლავოლიუბ მუსლინი: "საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმი გვაჯობა და ასეთ მარცხს არ იმსახურებდა"

საქართველოსა და სერბეთის ნაკრებთა მატჩი სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა სლავოლიბ მუსლინმა შეაფასა. მისი განცხადებით, სერბეთის ნაკრებმა ყველაზე ცუდი პირველი ტაიმი ჩაატარა ბოლო პერიოდში და დასძინა, რომ საქართველოს ნაკრები ორბურთიანი სხვაობით მარცხს არ იმსახურებდა.

“გუშინ აღვნიშნე, რომ საქართველოს ნაკრები კარგი გუნდია. მე მომწონს თქვენი ნაკრები და აზრი არ შემიცვლია. მათ პირველი ტაიმი ძალიან კარგად ითამაშეს და რამდენიმე რეალური შანსი ჰქონდათ ანგარიში 2:0 წაეყვანათ. მართალია, მეორე ტაიმში ქართველებს მომენტი არ ჰქონიათ, მაგრამ ვფიქრობ, რომ საქართველოს ნაკრებს ასეთი მარცხი არ დაუმსახურებია.

პირველი ტაიმი იყო ყველაზე ცუდი სერბეთის ნაკრებისთვის, რაც მიმდინარე შესარჩევ ციკლში ჩავატარეთ და ჩემი მეგობარი ვლადიმირ ვაისის გამო ვწუხვარ, რადგან კიდევ ვიმეორებ არ იმსახურებდა საქართველოს ნაკრები მარცხს. რაც შეეხება კონკრეტულ ფეხბურთელებს – ყველამ ძალიან კარგად ითამაშა, მითუემეტეს იმის გათვალისწინებით, რომ სამი წამყვანი მოთამაშე აკლდა”, - განაცხადა მუსლინმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ნაკრები სერბეთთან 1:3 დამარცხდა და ჯგუფში ხუთი ტურის შემდეგ ორი ქულით კვლავ ბოლოსწინა ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112651