ახალგაზრდა მეკარით, იტალიელი ჯანლუიჯი დონარუმათი, “იუვენტუსისა” და “რეალის” შემდეგ, “მანჩესტერ სიტიც” დაინტერესდა. “ქალაქელები” მზად არიან, პერსპექტიულ მეკარეს ხელფასის სახით ყოველწლიურად 5 მილიონი ევრო გადაუხადონ. ცნობისთვის, “მილანში მას 2,5 მილიონი აქვს.
მიუხედავად იმისა, რომ დონარუმამ არაერთხელ გამოთქვა “როსონერის” რიგებში დარჩენის სურვილი, როგორც უცხოური პრესა ვარაუდობს, შემოთავაზებები ისეთი მაცდურია, რომ უარის თქმა შეუძლებელიაო.
Corriere dello Sport-ის ცნობით, გვარდიოლა მზადა, დონარუმაში კოლოსალური თანხა გადაიხადოს.
ჯიჯის “მილანთან” კონტრაქტი 2018 წლამდე აკავშირებს, თუმცა ყველაფერი 18 წლის ფეხბურთელსა და მის აგენტზეა დამოკიდებული.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
აუ ოღონდ სიტი არა და თუგინდა ვიტ ჯორჯიაში ჩამოდი
)) მეზიზღება ვითომ მაგარი მწვრთნელი
გვარდიოლა მაგარი ხამია, რათ უნდა დონარუმა დაცვას მიხედოს ჯობია
კარგი რა, დონარუმა ვის არ უნდა?


თქვენ არ გინდათ ?
ჯერ არ ჭირდება იუვეს არც დონარუმა და არც დე ხეა
წელს არავინ გაყიდის ამას და ჯიჯი ძაან ასაკშია უკვე, იუვეს 1-2 წლის პერსპექტივაში უნდა შედიოდეს წესით.ეხლა არ იყიდი, მომავალში წაიყვანს ვიღაც შეიხი და დამთავრდა ოცნებები