რამდენ პრესკონფერენციას დავსწრებივართ და ყოფილა შემთხვევები, მეტოქე ძალიან იქადნება თამაშის წინ, ან პირიქით, ქართველთა ქება უკვე სიყალბეში გადასდის. ამჯერად არა, სერბეთის ნაკრების ნაკრების თავკაცმა სლავოლიუბ მუსლინმა და კაპიტანმა ბრანისლავ ივანოვიჩმაც ზომიერად შეაფასეს ვითარება.
მუსლინის ნაუბარს ადრეც ვწერდით და ახალი, დიდად საინტერესო არაფერი უთქვამს - გაიმეორა, საქართველოს ნაკრები ნაჩვენები თამაშით ცხრილში უფრო ზემოთ უნდა იყოსო.
"ვაკვირდებოდი თამაშებს და საქართველოს ნამდვილად უნდა ჰქონდეს ორ ქულაზე მეტი. ძლიერი გუნდია და ნებისმიერ მეტოქესთან შეუძლია თამაში. საქართველოს ნაკრებს ჰყავს კარგი ფეხბურთელები და მიმდინარე შესარჩევში მხოლოდ მოლდოვასთან მატჩი ვერ ჩაატარა კარგ დონეზე. დანარჩენ შეხვედრებში კი კარგი თამაში აჩვენა.
...მეკითხებით, რატომ ვერ აჩვენებს სერბეთის ნაკრები იმ პოტენციალს, რაც აქვს? ვფიქრობ, ეს ადრე ხდებოდა, მიმდინარე შესარჩევში კი ზუსტად იქ ვართ,სადაც უნდა ვიყოთ. ვთამაშობთ გუნდურად და ლიდერთა შორის ვართ. გეთანხმებით, სტაბილურობის კუთხით ადრე გვიჭირდა, რაც გარკვეულწილად მენტალიტეტის ბრალიც იყო. შესაძლოა, სერბები და ქართველები მენტალურად ერთმანეთს ჰგვანან კიდეც" - განაცხადა მუსლინმა.
ივანოვიჩი: "შესარჩევ ჯგუფში კარგი პოზიცია გვაქვს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხვალ იოლი თამაში გვექნება. ისეთი ჯგუფია, რომელშიც ყველას შეუძლია მოგება. საქართველოს ნაკრებს ჯგუფში მხოლოდ ორი ქულა აქვს, მაგრამ კარგად ვიცით, საქმე გვექნება ორგანიზებულ და კარგად დაკომპლექტებულ გუნდთან.
... გვსურს, რომ პირველ ადგილზე გავიდეთ და მუნდიალის საგზური მოვიპოვოთ, ოღონდ გვესმის, რომ იგივე მიზანი აქვთ დასახული ჩვენს მეტოქეებსაც".
საქართველო-სერბეთი 24 მარტს "დინამო არენაზე" 21:00 საათზე დაიწყება. შეხვედრას გერმანელი მსაჯები მოემსახურებიან. შეგახსენებთ, მთავარი მსაჯი იქნება 35 წლის ფელიქს ცვაიერი.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
უკვე ფეხბურთის საყურებლად კი არ დავდივარ, მაინტერესებს დვალიშვილმა შემთხვევით გოლი რომ გაიტანოს ნეტავ თუ ახსოვს როგორ უნდა აღნიშნოს
ჩაგეთვალა DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD
გერმანელი მსაჯების ხათრით თუ წავა კაცი თორემ ამაღ საყურებლად დრო როგორ უნდა დაკარგო ☺
ლორია
ლობჟამიძე-კვირკველია-კაშია-ნავალოვსკი
კაკაბაძე-კანკავა-გვილია
ანანიძე-ყაზაიშვილი
დვალიშვილი