ჩოგბურთი

21:33 | 23.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი მაიამის მასტერსს გამოეთიშა

საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მაიამის მასტერსის პირველ წრეში ტომი რობრედოსთან 6:3, 4:6, 2:6 დამარცხდა. მსოფლიოს 59-ე ნომრის და ესპანელის დაპირისპირება 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მატჩი ბასილაშვილმა აქტიურად დაიწყო, მეტოქის მოწოდებაზე ორჯერ მოიგო და 4:0-ს იგებდა, თუმცა მსოფლიოს 438-ე ჩოგანმა შეძლო სამი გეიმის მოგება და საბოლოოდ ნიკოლოზმა სეტი 6:3 მოიგო. მეორე და მესამე სეტებში ქართველი ორ-ორჯერ დაბრეიკდა და უმეტესწილად შეხვედრა შეცდომების გამო წააგო.

მიუხედავად ესპანელის რეიტინგისა, რობრედო გამოცდილი ჩოგბურთელია და ცდილობდა ნაკლები შეცდომა დაეშვა. ტომიმ 8 ეისი შეასრულა, ხოლო ნიკოლოზმა - 2. ბასილაშვილმა 3 ორმაგი შეცდომა დაუშვა, ესპანელმა კი მხოლოდ ერთხელ დაკარგა ამ კომპონენტში ქულა.

ბასილაშვილმა მარცხის მიუხედავად 10 სარეიტინგო ქულა და 13, 690 დოლარი გამოიმუშავა.

0.114845