საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრმა დუდა სანაძემ სლოვენიის ჩემპიონატის ფლეი-აუტის პირველ შეხვედრაში 19 ქულა მიითვალა. ქართველის "პრიმორსკამ" სტუმრად "კასტინგსი" 91:72 დაამარცხა. დუდას გუნდმა ფლეი-ოფში ვერ მოხვდა და ჩემპიონატში დასარჩენად იბრძვის.
სანაძემ მოედანზე 22:04 წუთი გაატარა და ამ ხნის განმავლობაში 6-დან 4 ორქულიანი, 6-დან 3 სამქულიანი და ორი საჯარიმო ჩააგდო. დუდამ ასევე აქტივში 3-3 მოხსნა და შედეგიანი გადაცემა ჰქონდა. ქართველი ჩემპიონატის ბომბარდირთა დავას ლიდერობს - ქართველი საშუალოდ მატჩში 17.32 ქულას აგროვებს და "ზლატოროგის" კალათბურთელს იგორ ტრატნიკს 0.54 ქულით უსწრებს.
"პრიმორსკა" მომდევნო შეხვედრას 26 მარტს, შინ "პოდჩეტრტეკთან" გამართავს.