მადრიდის “ატლეტიკოს” სათადარიგო მეკარემ მიგელ ანხელ მოიამ კლუბთან ახალი კონტაქტი გააფორმა. აღნიშნული ინფორმაცია “როხიბლანკოს” ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.
განახლებული ხელშეკრულების მიხედვით, 32 წლის კიპერი “ვისენტე კალდერონზე” 2018 წლის 30 ივნისამდე დარჩება.
შეგახსენებთ, რომ მოია “ატლეტიკოში” 2014 წლიდან თამაშობს და თავდაპირველად, ძირითად მეკარედ ითვლებოდა. მან მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 18 შეხვედრა ჩაატარა, 17 გოლი გაუშვა და 8-ჯერ კარი მშრალად შეინახა.