ფეხბურთი

20:10 | 22.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ჰამბურგმა" მწვრთნელს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

"ჰამბურგის" ხელმძღვანელობამ მთავარ მწვრთნელს მარკუს გისდოლს კონტრაქტი ორი წლით გაუხანგრძლივა და გერმანელი სპეციალისტი კლუბში 2019 წლის ივლისამდე დარჩება. აღნიშნული ინფორმაცია ბუნდესლიგის გუნდის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

47 წლის სპეციალისტმა გუნდი სექტემბერში ჩაიბარა და მას შემდეგ "ჰამბურგმა" 23 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 9 მოიგო, 5 ფრედ ითამაშა, ხოლო 9 შეხვედრაში მარცხი განიცადა. გერმანიის ჩემპიონატში გისდოლის შეგირდები მე-16 ადგილზე 27 ქულით იმყოფებიან.

0.110359