ფეხბურთი

15:00 | 22.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

დიეგო კოშტა: “სიმეონემ ჩემთვის არ იბრძოლა”

ლონდონის “ჩელსის” ფორვარდი დიეგო კოშტა გუნდის მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტესთან დაძაბულობის მიზეზზე ალაპარაკდა. მისი თქმით, ძალიან სურდა ყოფილ კლუბში დაბრუნება, რაც უთანხმოების მიზეზი გახდა.

“ჩემსა და კონტეს შორის დაძაბულობა თავიდანვე დაიწყო, რადგან მე ვთქვი, რომ “ატლეტიკოში” დაბრუნება მსურდა. სიმეონემ ჩემთვის არ იბრძოლა და მითხრა, რომ ჩემი მადრიდში დაბრუნება შეუძლებელი იქნებოდა. საუკეთესო პერიოდი სწორედ “ატლეტიკოში” მქონდა. საბედნიეროდ, “ჩელსში” სეზონი გოლით დავიწყე. ყველაფრის მიუხედავად ვრჩები “ატლეტიკოს” გულშემატკივარი. იმედია ჩემპიონთა ლიგას მოიგებენ, ნამდვილად იმსახურებენ ამას. რაც შეეხება ჩინეთს? არასოდეს უნდა თქვა არასოდეს, რომ შენს წინ ყველა კარი არ დაიხუროს, მაგრამ ინგლისური არ მისწავლია და ჩინურს მითუმეტეს ვერ ვისწავლი,” – თქვა დიეგო კოშტამ.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრების თავდამსხმელი “ჩელსიში” 2014-2015 წლის სეზონში გადავიდა და დღემდე ჩატარებულ 123 მატჩში 59 გოლი დაუგროვდა.

0.114418