ბელგიის ეროვნულ ნაკრებში ერთი აზარი მეორემ ჩაანაცვლა – ლონდონის “ჩელსის” ლიდერი ედენი “წითელ ეშმაკებს” ტრავმის გამო გამოაკლდა, ხოლო მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა გუნდში მის უმცროს ძმას, ტორგენს უხმო, რომელიც მოინხენგლადბახის “ბორუსიას” რიგებში ირჯება.
ბელგიის ნაკრები ჯერ საბერძნეთს ეთამაშება 2018 წლის მუნდიალის შესარჩევ ციკლში, მერე კი, ამხანგურად რუსეთის ნაკრებს გაეჯიბრება.
რაც შეეხება ტორგენ აზარს, მას საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში აქამდე ორჯერ უთამაშია.