მიუნხენის “ბაიერნის” შემტევ ნახევარმცველ დუგლას კოშტასთვის შესაძლოა, მიმდინარე სეზონი ნაადრევად დასრულდეს. Sport 1-ის ინფორმაციით, ბრაზილიელი ფეხბურთელი დაზიანება უფრო სერიოზულია, ვიდრე თავდაპირველად მიიჩნევდნენ.
კოშტას მუხლი აქვს ტრავმირებული და დიდი ალბათობით ქირურიგიული ჩარევა გახდება საჭირო – თუ ასე მოხდა, დუგლას კოშტას დამდეგ სეზონამდე დიდ ფეხბურთთან დამშვიდობება მოუწევს.
ბრაზილიელ შემტევს მიმდინარე სეზონში რვა ჩატარებულ შეხვედრაში 8 გოლი აქვს გატანილი და 6 საგოლე გადაცემა შესრულებული.