ლონდონის "არსენალის" მეკარე პეტერ ჩეხი ჩეხეთის 2016 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. 34 წლის მოთამაშისთვის აღნიშნული წოდება კარიერაში მეცხრეა.
საუკეთესო ფეხბურთელს ჩეხეთში მოთამაშეები, მწვრთნელები და ეროვნული ფედერაციის მაღალჩინოსნები ირჩევენ. მეორე ადგილზე "ჰერტას" ნახევარმცველი ვლადიმირ დარიდა გავიდა, ხოლო მესამეზე - "სპარტას" ყოფილი ნახევარმცველი ბორჟეკ დოჩკალი.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ნამდვილად,ლონდონის არსენალს ისეთი კარგი ერა უდგას,უნდა დაესახელებინათ, იმდენი გოლი გაუშვა წელს,მემგონი არ ეკუთვნოდა