ფეხბურთი

23:18 | 21.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვენგერმა პსჟ-სთან თანამშრომლობა უარყო

ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა უარყო გავრცელებული ხმები იმის შესახებ, თითქოს ფრანგულ “პარი სენ ჟერმენთან” წინასწარი, 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ვენგერის განცხადებით, ეს მხოლოდ ჭორებია და სიმართლესთან საერთო არაფერი აქვს:

“ოფიციალურად უარვყოფ პსჟ-სთან კონტრაქტის გაფორმებას. ეს მხოლოდ მოგონილი ამბავია”, - უთხრა ვენგერმა Bein Sport-ს.

აქვე გეტყვით, რომ ბრიტანულმა გამოცემა შუნ-მა გაავრცელა ინფორმაცია ვენგერისა და პსჟ-ს ხელშეკრულების თაობაზე. შეგახსენებთ, ვენგერის გადადგომას “არსენალის” ფანები მოითხოვენ, ხოლო უნაი ემერის მუშაობით პსჟ-ში არცთუ კმაყოფილნი არიან.

0.114666